|
2022-11-11 23:21:25, 1607 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი - სააკაშვილი ყველა სხვა პატიმართან შედარებით სასათბურე პირობებშია
სააკაშვილი ყველა სხვა პატიმართან შედარებით სასათბურე პირობებშია. - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა PalitraNews-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით,მასთან შედის ყველა ადამიანი, რომელიც შეიძლება გამოთქვამდეს სურვილს და რომელიც დასაშვებია კანონმდებლობით ან მის ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული, ყველა ეს ადამიანი მას ნახულობს. "შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად ყველა სხვა პატიმართან შედარებით სასათბურე პირობებშია და ის ამდენი ხნის მანძილზე სამედიცინო დაწესებულებაშია, კერძო სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც უმაღლესი ხარისხის მომსახურებას უწევენ და უტარდება ყველაფერი. მათ შორის, მასთან შედის ყველა ადამიანი, რომელიც შეიძლება გამოთქვამდეს სურვილს და რომელიც დასაშვებია კანონმდებლობით ან მის ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული, ყველა ეს ადამიანი მას ნახულობს. ჩემთვის ადამიანურადაც გასაგებია, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, ხვდებით, ის რამდენად შლეგი ადამიანია, ერთ ოთახში გამოკეტილი, თუნდაც ეს საავადმყოფოს პალატა იყოს, ძალიან მძიმე ასატანია". - განაცხადა წილოსანმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს "ვივამედიდან" სამედიცინო კვლევებისთვის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. "მთავარ არხს" აღნიშნული ინფორმაცია "ვივამედის" სამედიცინო დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ დაუდასტურა და უთხრა, რომ კვლევების შემდეგ, სააკაშვილი კვლავ "ვივამედში" დააბრუნეს.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)