04:53 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-09 19:45:32, 1170 ნახვა

პოლიტიკა
სერგეი შოიგუს ბრძანებით რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავს

რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავს. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის მინისტრზე, სერგეი შოიგუზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე თქმით, განკარგულება მას შემდეგ გაიცა, რაც შეიარაღებული ძალების სარდალმა, სერგეი სუროვიკინმა თავდაცვის მინისტრს აცნობა, რომ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე სამხედროების გადაყვანით მათ სიცოცხლეს გადაარჩენდნენ.

"დაიწყეთ ჯარების გაყვანით და მიიღეთ ყველა ზომა, რათა უზრუნველყოთ პერსონალის, იარაღისა და აღჭურვილობის უსაფრთხო გადაყვანა მდინარე დნეპრის გავლით". - ნათქვაკია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics