14:58 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 23:03:18, 824 ნახვა

პოლიტიკა
ბაიდენი - ჩვენ სენატსა და წარმომადგენლობით პალატას თუ დავკარგავთ, წინ საშინელი ორი წელი გველოდება

ჩვენ სენატსა და წარმომადგენლობით პალატას თუ დავკარგავთ, წინ საშინელი ორი წელი გველოდება. კარგი ამბავი ის არის, რომ მე ვეტოს გამოყენების შესაძლებლობა მექნება. – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩიკაგოში განაცხადა.

დღეს აშშ-ში შუალედური არჩევნები იმართება. შედეგემის მიხედვით გადაწყდება, ვინ გააკონტროლებს საკანონმდებლო ორგანოს ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის ბოლო ორ წელს.

წინასაარჩევნოდ ჩატარებული გამოკითხვით დგინდება, რომ  ქვედა პალატას, დიდი ალბათობით, რესპუბლიკელები გააკონტროლებენ. რაც შეეხება კონგრესის ზედა პალატას - შანსები თანაბარია. 

აშშ-ს შუალედური არჩევნების წინ, მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელთა გამარჯვებამ შეიძლება შეასუსტოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები. 

რესპუბლიკელები ბაიდენის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ ფასების ზრდაში, რაც ამჟამად, ამერიკელების მთავარი პრობლემაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics