15:09 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 17:06:16, 869 ნახვა

პოლიტიკა
ლომჯარია გვარამიაზე - შეწყალება არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქმეში სერიოზული სამართლებრივი პრობლემებია

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მიმართ შეწყალების კონსტიტუციური უფლება უნდა გამოიყენოს. - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ნიკა გვარამიას საქმის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით,შეწყალება არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან საქმეში სერიოზული სამართლებრივი პრობლემებია.

"დავასაბუთეთ, თუ რატომ იყო ეს ის შემთხვევა, სადაც პრეზიდენტს უნდა გამოეყენებინა შეწყალების კომპეტენცია და, რა თქმა უნდა, ამ აზრზე ვრჩები, იმიტომ რომ ერთის მხრივ, ეს არის ექსკლუზიური კომპეტენცია, ეს არის ნამდვილად პოლიტიკური კომპეტენცია პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გვარამიას საქმეში არსებობს ძალიან სერიოზული სამართლებრივი პრობლემები, ბრალი არის დაუსაბუთებელი და საერთოდ ვფიქრობ, რომ ამ საქმეში დანაშაულის ნიშნებიც კი არ არსებობდა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics