15:07 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 15:37:28, 776 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - „ნაცმოძრაობა“ აორგანიზებს მესიჯს, რომ საქართველო სარგებლობს უკრაინაში წარმოებული ომით და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქედან გამომდინარეა

გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია, მათი ლობისტები და დავალების მიმცემები პირდაპირ აორგანიზებენ მესიჯს და მის გავრცელებას, მათ შორის შეკვეთილი სტატიებით, ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან შიდა გახმოვანებით, რომ საქართველო სარგებლობს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომით და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქედან გამომდინარეა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს შარშანაც ჰქონდა  ეკონომიკური ზრდა, როდესაც უკრაინაში ომი არ იყო და  დარწმუნებულია, რომ არც „სავალუტო ფონდი“ აკეთებს ომზე გათვლით და დაყრდნობით სამომავლო პროგნოზებს.

მისივე თქმით, ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, სავალუტო ფონდი ასევე ძალიან მაღალ სამომავლო პროგნოზს აკეთებს, რომ საქართველოს ექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობა“, ქართული რადიკალური ოპოზიცია და სამწუხაროდ მათი ლობისტები და დავალების მიმცემები პირდაპირ აორგანიზებენ მესიჯს და მის გავრცელებას, მათ შორის შეკვეთილი სტატიებით, შიდა გახმოვანებით ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, რომ საქართველო სარგებლობს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომით და ძალიან მარტივად, ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქედან გამომდინარეა. 
საქართველოს შარშანაც ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, თუ სწორად მახსოვს მეორე ვიყავით ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. სავალუტო ფონდი დღემდე, დღესაც და მომავალშიც ასე გაგრძელდება დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით სამომავლო პროგნოზს აკეთებს ასევე ძალიან მაღალს, რომ საქართველოს ექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა ანუ, დინამიკა უცვლელი ექნება და გაგრძელდება ეს ტრენდი. შესაბამისად, არც შარშან ყოფილა რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში და არც დარწმუნებული ვარ სავალუტო ფონდი აკეთებს ომზე გათვლით და დაყრდნობით სამომავლო პროგნოზებს. რამდენად სპეკულაციურია და საქართველოსთვის დამაზიანებელი მესიჯი ლაგდება ალბათ ყველა ადვილად მიხვდება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics