15:08 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 13:20:33, 943 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი - ნებისმიერი რამ, რაც დაასუსტებს მედია თავისუფლებას, ასუსტებს დემოკრატიის საძირკველს

ნებისმიერი რამ, რაც დაასუსტებს მედია თავისუფლებას, ასუსტებს დემოკრატიის საფუძველსა და საძირკველს,- ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, მედია თავისუფლება არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჯანსაღი დემოკრატიისთვის.

"ამერიკის შეერთებული შტატები არ ერთვება ხოლმე ევროპარლამენტის განხილვებში, შესაბამისად არ მაქვს კომენტარი. რაც შეეხება მედია თავისუფლებას, მიგვაჩნია, რომ მედია თავისუფლება არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ამიტომაც ვუჭერთ მხარს საქართველოში ბოლო 30 წლის მანძილზე, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჯანსაღი დემოკრატიისთვის - ამას ამბობს, როგორც აშშ-ს, ასევე საქართველოს კონსტიტუცია და ნებისმიერი რამ, რაც დაასუსტებს მედია თავისუფლებას, ასუსტებს დემოკრატიის საფუძველსა და საძირკველს",- განაცხადა დეგნანმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით, სალომე ზურაბიშვილს 12-მა ევროპარლამენტარმა მიმართა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დარჩა.

მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics