15:08 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 12:51:49, 853 ნახვა

პოლიტიკა
მელია - პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში ქართველებს აგინებდა, რუსი ოლიგარქის შვილი აღმოჩნდა

რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისის ქუჩებში ქართველებსა და საქართველოს აგინებდა, ვლადიმერ პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კაპილკოვის შვილი აღმოჩნდა. ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მელია მოუწოდებს ხელისუფლებას, განმარტებითი განცხადება გააკეთონ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ცხოვრობენ რუსი ოლიგარქის ოჯახის წევრები თბილისში. 

"რამდენიმე დღის წინ ძალიან ბევრმა იხილა ვიდეოკადრები, თუ როგორ აყენებს შეურაცხყოფას თბილისში მყოფი რუსეთის მოქალაქე ქართველებს. ეს პირი, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უპრობლემოდ და უკონტროლოდ  შემოუშვა ქვეყანაში, აღმოჩნდა პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კაპილკოვის შვილი.  ის პოლიციამ მხოლოდ რამდენიმე საათით დააკავა და რამდენიმე სიაში გაათავისუფლეს გასაგები მიზეზების გამო. 

ოლიგარქი მამა პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, რუსულ სამხედრო დაფინანსებაში სირიასთან და ახლა უკრაინაში. მის ოჯახს მოხვეჭილი აქვს უდიდესი ქონება რუსეთის არმიასთან გაფორმებული კონტრაქტებით და დღეს ეს ოჯახი ცხოვრობს თბილისში. რუსი ოლიგარქი ალექსანდრ კოპილკოვი არის გასამხედროებული ორგანიზაციის „Boyevoe Bratstvo”-ს სპონსორი, ორგანიზაციის, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ყირიმის ოკუპაციასა და მარიუპოლის ალყის ორგანიზებაში. ის არის უშუალო პარტნიორი პუტინის უახლოესი გარემოცვის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქების: ალიშერ უსმანოვის და იგორ სეჩინის, რომლებზეც უკრაინაში ომის პირობებში, ერთ-ერთ პირველებზე გავრცელდა საერთაშორისო დასავლური სანქციები.

კოპილკოვი, ვისი ოჯახიც თბილისში ცხოვრობს, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია და აქვს პირდაპირი საქმიანი კავშირები ათეულობით სანქცირებულ პირთან. აი, ასე მუშაობს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თვალს ხუჭავს რეალურ საფრთხეზე და უკრაინაში ტერორიზმის სპონსორებს უშვებს საქართველოში და აცხოვრებს თბილისში. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, კონკრეტული ამ ოლიგარქის თაობაზე, გააკეთოს, რაც შეიძლება სწრაფად განმარტებითი განცხადება, როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ასევე უკრაინული და საერთაშორისო მხარისთვის, როგორ ხდება რომ, რუსი ოლიგარქის ოჯახის წევრები თბილისში ცხოვრობენ?! დღეს იმედია, განსაკუთრებით გომელაური, გამობრძანდება და გააკეთებს განცხადებას“, - განაცხადა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics