15:50 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-07 19:47:29, 1016 ნახვა

პოლიტიკა
IRI - ყველაზე მეტი მოწონება 88% პერსონებს შორის, პატრიარქს აქვს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა შორის, ყველაზე მეტი მოწონება (88%) პერსონებს შორის, პატრიარქს აქვს.

კითზვაზე ვინ სარგებლობს თქვენთვის ყველაზე მაღალი სანდოობით? შედეგები ასე გამოიყურება

პატრიარქი ილია მეორე - 88 %;
კახა კალაძე - 51%;
ირაკლი ღარიბაშვილი - 44 %;
ანა დოლიძე - 40 %;
სალომე ზურაბიშვილი - 38%;
დავით უსუფაშვილი - 38%;
ნინო ლომჯარია - 38 %;
გიორგი გახარია - 37%;
გიორგი ვაშაძე - 37%;
ბიძინა ივანიშვილი - 36%;
ირაკლი კობახიძე - 34%;
ელენე ხოშტარია - 33%;
მიხეილ სააკაშვილი - 33%;
შალვა ნათელაშვილი - 33%;
ნიკა მელია - 32%;
ხატია დეკანოიძე - 31%;
ალეკო ელისაშვილი- 30%;
მამუკა ხაზარაძე - 29%;
შალვა პაპუაშვილი - 28 %;
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 26 %;
ბადრი ჯაფარიძე - 23%;
გიგა ბოკერია - 17 %;
ხათუნა სამნიძე - 15 %.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics