|
2022-11-07 14:04:10, 785 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი - არსებული გამოწვევების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
არსებული გამოწვევების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით, მუდმივ რეჟიმში აკვირდება ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს. „როგორც იცით, ჩვენ ამჯერად ვიმყოფებით 2023 წლის ბიუჯეტის პროექტისა და საშუალოვადინი ფისკალური ჩარჩოს შემუშავების პროცესში. შესაბამისად, პროგრამის მიმდინარე მიმოხილვის ფარგლებში, მაკრო-ფისკალური პარამეტრების თაობაზე მნიშვნელოვანია ერთმანეთისთვის ხედვების გაზიარება და პოზიციების შეჯერება. აღსანიშნავია, რომ ფისკალური პარამეტრების კუთხით, ვალის დონე მშპ-სთან მიმართებით უკვე დაუბრუნდა პანდემიამდელ ნიშნულს (40%-ის დაბლა), ხოლო ფისკალური დეფიციტი უბრუნდება ფისკალური წესებით განსაზღვრულ ლიმიტს (2023 წელს 2.8%). ფისკალური პარამეტრების სტაბილურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალოვადიან პერიოდში, მოსალოდნელ გაზრდილ რისკებთან გასამკლავებლად", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა პოსტ-პანდემიურ პერიოდში მდგრადი აღდგენით ხასიათდება. ასევე, დადებითი ტენდენციებით დაიწყო 2022 წელი. განსაკუთრებით, აღსანიშნავია ტურიზმის ძალიან სწრაფი აღდგენა და ასევე, მნიშვნელოვანი ზრდა ექსპორტის მიმართულებით. უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული გლობალური და რეგიონალური გამოწვევების ფონზე, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების შედეგად, მოხდა გარკვეული ცვლილებები და სატრანზიტო დერეფნების გადმონაცვლება სამხრეთისკენ, რაც, ბუნებრივია, დადებითად ისახება საქართველოს ეკონომიკაზე. „აღსანიშნავია, რომ ომის შედეგად გამოწვეული კრიზისის უარყოფით გავლენებს გარკვეულწილად აბალანსებს პოსტ-პანდემიური პერიოდის ძალიან სწრაფი აღდგენა, რამაც დაგეგმილზე სწრაფად გაზარდა ჩვენი ეკონომიკა და საშუალება მოგვცა, რომ მიმდინარე წელს გვქონდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. 2022 წელს ველით ეკონომიკურ ზრდას 10%-ის ფარგლებში და პანდემიით გამოწვეული დანაკლისის სრულ აღდგენას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური რისკები კვლავ მაღალია და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ინფლაცია, მიუხედავად იმისა, რომ შეინიშნება გარკვეული დაღმავალი ტენდენციები.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)