|
2022-11-07 10:08:24, 897 ნახვა
პოლიტიკა
„ხალხის ძალა“ - „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს
„ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების მთავარი მომხმარებელი და დამკვეთი საელჩოა, რომელიც თავის მთავარ შანსს სწორედ ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციაში და სიცრუითა და სიძულვილით საზოგადოების ინსტრუმენტალიზაციაში ხედავს, - ანტიდასავლური მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამჯერად, კრიტიკულ მედიებს ესხმის თავს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სიცრუესა და სიძულვილზე აგებული მედიაგაშუქების სახით, საქართველოს ჭირს უმძიმესი სენი და „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, "ამერიკელებს დაუპირისპირდეს". „ყველამ ვიცით, რომ„ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების შენახვაზე საკმაოდ დიდი შავი ფული იხარჯება. სატელევიზიო რეიტინგების მიხედვით, მათ ჯამში საქართველოს მოსახლეობის 10-15 პროცენტი უყურებს. თუმცა, ეს ადამიანები ამ ტელევიზიების არა მომხმარებლები და დამკვეთები, არამედ მეტწილად მსხვერპლები არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების მთავარი მომხმარებელი და დამკვეთი საელჩოა, რომელიც თავის მთავარ შანსს სწორედ ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციაში და სიცრუითა და სიძულვილით საზოგადოების ინსტრუმენტალიზაციაში ხედავს. სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში, საელჩოს ფავორიტი რადიკალური ოპოზიციისა და ენჯეოების მხარდამხარ, ყველაზე აქტიურად არის ჩართული სწორედ მათთან დაკავშირებული მედია. სწორედ ეს მედია აღვივებს აქტიურად სიძულვილსა და რადიკალიზმს, რაც ქართულ პოლიტიკურ სისტემას ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილი წრის გარღვევის შესაძლებლობას არ აძლევს. აშკარაა, რომ ეს რადიკალიზმი, როგორც ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მთავარი ინსტრუმენტი, საელჩოს მიერ არის დაკვეთილი და ნასაზრდოები. საინტერესოა, რომ ქართული ენჯეოების ყველაზე მსხვილი ამერიკული დონორი ორგანიზაცია – „ნედი“ აფინანსებდა რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებების მიერ 2020 და 2021 წლების არჩევნების გაშუქებას. ყველას ახსოვს აგრესიული ფეიკ-კამპანია არჩევნების ვითომდა გაყალბების შესახებ, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია სწორედ მისი მედიის მეშვეობით აწარმოებდა. როგორც გაირკვა, საელჩომ არა მხოლოდ პარალელური ხმის დათვლის შედეგები (ე.წ. პივიტი) გააყალბა მისი ერთ-ერთი ფავორიტი ენჯეოს მეშვეობით, არამედ არჩევნების ხელოვნური დელეგიტიმაციის მისაღწევად, მედიის შესაბამის ფეიკ-კამპანიასაც აფინანსებდა. საინტერესოა, რომ არჩევნების გაყალბებულად წარმოსაჩენად, „ნედი“ არა მხოლოდ შესაბამის პროგრამებს აფინანსებდა, არამედ რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიების ჟურნალისტებს უშუალოდ ხელფასებსაც კი უხდიდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ სიცრუესა და სიძულვილზე აგებული მედიაგაშუქების სახით, ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას ჭირს უმძიმესი სენი, თუმცა, ამ სენისგან განკურნებას კატეგორიულად გვიკრძალავენ. „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს და ქვეყნისა და საზოგადოებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას. ვფიქრობთ, ესეც ის საკითხია, რაზეც საზოგადოებას სიმართლე უნდა ვუთხრათ და მისგან მოვისმინოთ შეფასება, არის თუ არა სიცრუე და ზიზღის ენა გამოხატვის ის ფორმა, რომელიც აბსოლუტური ფორმით დაცვას იმსახურებს. ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას შეუძლია დაიცვას ქვეყანა იმ მანკიერებისგან, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ რისკებს შეიცავს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)