|
2022-11-06 16:05:59, 1219 ნახვა
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი სახალხო დამცველის არჩევაზე - კონსენსუსი, რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი, თუმცა ჩვენ ვეცდებით, რომ ოპოზიციის ხმებიც მოვიპოვოთ
პროცესი დასრულდა. 16 კანდიდატთან მოვახერხეთ გასაუბრება. რამდენიმე არ გამოცხადდა, რამდენიმემ მოხსნა კანდიდატურა, მაგრამ ეს სიას არ ცვლის, ცხადია19-ვე იქნება წარმოდგენილი პლენარულ სხდომაზე და უკვე პლენარული სხდომა მიიღებს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა. როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, უმრავლესობას საკმარისი ხმები არ აქვს და ამიტომ, ისინი ეცდებიან ოპოზიციონერ კოლეგებთან შეთანხმებას სახალხო დამცველის ასარჩევად. მისი თქმით, ძნელი იქნება ეს პროცესი, თუმცა 20 დეკემბრამდე, უნდა მოხდეს კანდიდატურის შერჩევა. "თქვენ იცით, რომ არჩევისთვის 90 ხმაა საჭირო. ჩვენ საკმარისი ხმები არ გვაქვს და ამიტომ, ბუნებრივია კონსულტაციები დაიწყება ოპოზიციონერ კოლეგებთან, სხვადასხვა პარტიებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან. მაგრამ მანამდე, ჩვენთვის უნდა გადავწყვიტოთ, თუ ვინ არის ჩვენი რჩეული. ჯერ ფრაქციაში დაიწყება კონსულტაციები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. რა თქმა უნდა, ჩვენ დავეფუძნებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მოსაზრებებს. ამ კომიტეტმა, ძალიან დიდი მოცულობის საქმე გასწია, უკანასკნელი სამი კვირის მანძილზე, 24 საათიან რეჟიმში მომდინარეობდა გასაუბრებები კანდიდატებთან. ამ პროცესმა საკმაოდ რთული გზა გაიარა. კომისიამ შეარჩია ეს 19 კანდიდატი, მანამდე კიდევ ცალკე კონსულტაციები იყო არასამთავრობოებთან. მე ვფიქრობ, ჩვენ ამ თვეში უნდა გვყავდეს ახალი სახალხო დამცველი. 20 დეკემბერს გადის ძველ სახალხო დამცველს ვადა და ჩვენ ვალდებულები ვართ, ავირჩიოთ ახალი სახალხო დამცველი. კონსენსუსი, რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი, პოლიტიკაში არაფერი მარტივი არ არის, თუმცა, ჩვენ ვეცდებით, რომ გავალღოთ არაწრფელი ადამიანების გულები და მათი ხმებიც მოვიპოვოთ. მე ნაკლებად ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან საუბარს აზრი აქვს, მაგრამ თქვენ იცით, რომ მათ გარდა არიან კოლეგები ოპოზიციიდან და შესაძლებელი იქნება მათთან კონსულტაციები. რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობასთანაც გვექნება საუბრები. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მათთან საუბარი შეუძლებელია", - განცახადა ცაგარეიშვილმა.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)