17:03 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-04 15:19:42, 1289 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ძალიან უცნაურია, როცა ზოგიერთი პატრიოტიზმზე აპელირებთ თუ ევროპულ გზას ეწინააღმდეგება

სულხან-საბას ევროპულ გზას დღეს საქართველოსათვის ალტერნატივა არ გააჩნია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიის დღეს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისივე თქმით, ძალიან უცნაურია, როცა ზოგიერთი პატრიოტიზმზე აპელირებს, თუმცა ევროპას და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება. 

"ეს დღე არანაკლებად ეკუთვნის იმ თაობას, რომელიც შემდეგ მოვიდა. ზოგი კიდევ იყო იმ ძველი დროიდან და რომლებმაც საქართველო ხელახლა დააყენა სულხან-საბა ორბელიანის ევროპულ გზაზე და მიგვიყვანა ახლო მეზობლობიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობამდე, ვიზალიბერალიზაცია და ასოცირების გეზი დღევანდელ, უკვე ყველასგან აღიარებულ, ევროპულ პერსპექტივამდე და ხვალინდელ კანდიდატობამდე.

ვისაც ამ ევროპული გზის საწყისი ეტაპები ახსოვს, იმას კარგად ესმის, თუ რა შრომის, რა თავდადებული, ფასდაუდებელი, მიზანმიმართული ღვაწლის შედეგია დღევანდელი და ხვალინდელი კიდევ უფრო სერიოზული მიღწევა. ამიტომ სრულიად გამართლებულია ამ დღისადმი სულხან-საბას პატრონაჟი, რამეთუ თუ თვითონ წარმატებული ვერ დაბრუნდა თავისი ევროპული მისიიდან, მან მაინც დაგვიტოვა სწორი გეზი და სწორი მიმართულება, ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელება დამოუკიდებლობის მამებს, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურებს, სახელმწიფო მოღვაწეებს და დიპლომატებს ხვდათ წილად. დღეს იქ ვართ, სადაც ვართ, სწორედ იმიტომ, რომ ჯერ იყო სულხან-საბა და შემდეგ იყვნენ ჩვენი გულანთებული პატრიოტები, დიპლომატები და მათ ესმოდათ, რომ იმ გზას, რომელიც ავირჩიეთ, რაც უნდა რთული იყოს, ალტერნატივა არ გააჩნია და არ გააჩნდა მაშინაც. 

ძალიან უცნაურია დღეს, როცა ზოგიერთი პატრიოტიზმზე აპელირებით, თუ ტრადიციების გადარჩენის ლოზუნგებით ევროპას და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება, იმ ევროპას, რომელიც ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მებრძოლისთვის, ჩვენი წინაპრებისთვის უალტერნატივო მიზანს წარმოადგენდა. ეს ბრძოლა არ მთავრდება, გამოწვევები რთულდება და იზრდება მოთხოვნები. მეტი პროფესიონალიზმია საჭირო, რამეთუ ქვეყნის ინტერესების დაცვა დღეს ბევრად მეტი მიმართულებით მიმდინარეობს - დიპლომატია, პოლიტიკა, კულტურა, ეკონომიკა, მაგრამ ასევე ტექნოლოგიები, მეცნიერება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, კიბერუსაფრთხოება და კიდევ ბევრი სხვა",- განაცხადა ზურაბიშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics