17:03 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-04 09:34:32, 828 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - სამოქალაქო საზოგადოება ერქვათ ჭავჭავაძეს, ყიფიანს, წერეთელს და როგორ შეიძლება დღეს ერქვას ეკა გიგაურს და ნინო დოლიძეს,

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ერქვათ ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანს, აკაკი წერეთელს და  დღეს სამოქალაქო საზოგადოება ჰქვიათ ეკა გიგაურს, ნინო დოლიძეს და ამ ადამიანებს.  აქეთ არის ილია ჭავჭავაძე და იქით ეკა გიგაური, როგორ შეიძლება ორივეს ერქვას სამოქალაქო საზოგადოება. წარმოუდგენელია, ესეც არის ბლეფი. ეს არის ჩვეულებრივი კლანი, რომელმაც მოახდინა ამ სახელის მონოპოლიზაცია- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა,  არასამთავრობო ორგანიზაციები სხვებზე მდიდრები არიან და ამ ფინანსური რესურსების წყალობით ისინი ახერხებენ მონოპოლიური მდგომარეობის მოპოვებას იმაზე, რასაც ჰქვია სამოქალაქო საზოგადოება.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე მათ კლანს უწოდებს, რომელთაც თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი გააჩნიათ. მისივე თქმით, ისინი პირდაპირ ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას და ე.წ ტექნიკური მთავრობის შექმნას, რაც არის პირდაპირი ჩართულობა პოლიტიკაში. 

„არის რამდენიმე მდიდარი ენჯეო და ისინი ქმნიან ერთობლივად კლანს. კლანი რა არის? ეს არის ადამიანების ერთობა, რომლებიც არიან შეკავშირებული გარკვეული ინტერესებით. ამ შემთხვევაში ეს არის პოლიტიკური ინტერესები, მათ აქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსები და ფლობენ შესაბამის გავლენას არა რეპუტაციის ხარჯზე, არამედ ფინანსური რესურსების ხარჯზე, სხვებზე მდიდრები არიან და ამ ფინანსური რესურსების წყალობით ისინი ახერხებენ მონოპოლიური მდგომარეობის მოპოვებას იმაზე, რასაც ჰქვია სამოქალაქო საზოგადოება. როგორ შეიძლება სამოქალაქო საზოგადოება ერქვას ამ ადამიანებს? საუბარია რამდენიმე ადამიანზე, რომლებსაც დღეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ჰქვია და ჩვენც ხანდახან ვეძახით მათ  სამოქალაქო საზოგადოებას. ეს კლანი ახლა ვიღაცას ეძახის კლანს, სასამართლოში არის კლანი ამბობენ. ამ დროს, სინამდვილეში, კლანი არიან ისინი. მათ აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი, კეზერაშვილმაც აღიარა, რომ მათ შორის, არასამთავრობო  ორგანიზაციებსაც აფინანსებს ის, რა ფორმით და როგორ ეს კიდევ გარეთ არის გამოსატანი, მაგრამ ფაქტია რომ მან ეს აღიარა, და მათ აქვთ პირდაპირ პოლიტიკური ინტერესი. პირდაპირ იდგნენ სცენაზე პარლამენტის შენობის წინ და ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას და ე.წ ტექნიკური მთავრობის შექმნას და ეს არის პირდაპირი ჩართულობა პოლიტიკაში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics