17:35 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-04 09:32:45, 1009 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“ - 2012 წელს ივანიშვილმა საყმაწვილო შამათი შეუსრულა, 10 წელია შოკიდან ვერ გამოდიან

2012 წელს მათ მიიღეს შოკი ბიძინა ივანიშვილისგან და დღემდე არიან შოკის ქვეშ. ამ შოკის გაგრძელებაა ის, რომ დღეს ისინი პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილს აღიარებენ ზებუნებრივი რესურსების მქონე ადამიანად.  მანამდე წარმოედგინათ, რომ იყვნენ სასწაული პოლიტიკური მოთამაშეები და უცბად საყმაწვილო შამათი შეუსრულა ბიძინა ივანიშვილმა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი live-ში განაცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი მისი ნებით და გადაწყვეტილებით გავიდა პოლიტიკიდან. 

„ეს მოხდა გასული წლის იანვარში და დღემდე ისინი ებრძვიან ადამიანს, რომელიც პოლიტიკიდან სრულად დისტანცირებულია აბსოლუტურად ყველა ფორმით. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება  ადამიანმა სახელმწიფო, ქვეყანა მართოს ისე, რომ არც სატელევიზიო სივრცეში ჩანდეს და არც არაფერი. ისინი დღემდე არიან შოკის ქვეშ. 2012 წელს მათ მიიღეს შოკი ბიძინა ივანიშვილისგან. მანამდე წარმოედგინათ, რომ იყვნენ სასწაული პოლიტიკური მოთამაშეები და უცბად საყმაწვილო შამათი შეუსრულა მათ ბიძინა ივანიშვილმა.  შოკიდან ვერ გამოდიან, 10 წელი არიან შოკში. ამ შოკის გაგრძელებაა ის, რომ დღეს ისინი პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილს აღიარებენ ზებუნებრივი რესურსების მქონე ადამიანად. ადრეც მითქვამს, წარმოიდგინეთ 20 კაციანი სამსახური, კომპანია და წარმოიდგინეთ, რომ წელიწადნახევარი არ მიხვიდეთ იმ კომპანიაში, არც დარეკოთ, არც არაფერი და მართოთ ასე, ხომ წარმუდგენელია. ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ზებუნებრივი ძალების მატარებელი ადამიანი, რომელიც საერთოდ დისტანცირებულია, არ ჩანს არსად, თუნდაც სატელეფოო ზარი ავიღოთ, როგორ წარმოგიდგენიათ, თვეში ერთხელ, კვირაში ერთხელ სადღაც რეკავ და ამით უზრუნველყოფ სახელმწიფოს მართვას. ანუ ისინი აღიარებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ზებუნებრივი ძალების მატარებელი ადამიანი და ეს არის იმ შოკის გაგრძელება, რაც მათ 2012 წელს მიიღეს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics