17:36 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-03 21:21:49, 1022 ნახვა

პოლიტიკა
მამულაშვილი - ვტოვებ პარლამენტსა და „ნაციონალურ მოძრაობას“

ვტოვებ პარლამენტს და „ნაციონალურ მოძრაობას" - ამის შესახებ ნონა მამულაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი ქცეულია ადგილად, სადაც ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი კეთდება და ვერაფერი გაკეთდება.

"ვტოვებ პარლამენტს და "ნაციონალურ მოძრაობას"
ორი წლის წინ პოლიტიკასა და პარლამენტში ერთადერთი მიზნით მოვედი, რომ მემუშავა ქვეყნის პროდასავლური განვითარებისთვის, ანუ, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დაცული გარემოს შესაქმნელად.
გარემოში, სადაც სიღარიბე და უიმედობა ერთად ტანჯავს ქვეყანას, როცა ციხეში პოლიტიკური პატიმრები არიან, ოლიგარქიულმა სისტემამ კი ევროპული მომავალი ხელიდან გამოგვგლიჯა - საქართველოს პარლამენტი ქცეულია ადგილად, სადაც ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი კეთდება და ვერაფერი გაკეთდება.
მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია დამოუკიდებლობის ისტორიაში, ამას საზოგადოების მხოლოდ 16 პროცენტიანი ნდობაც ადასტურებს. ამ პარლამენტის უმრავლესობამ ხელი მოაწერა ქვეყნისთვის ევროპული მომავლის ნგრევას, რითიც უღალატა ყველა წინა მოწვევის პარლამენტის სულისკვეთებას და რაც მთავარია, ხალხის ნებას.
რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, პარტია დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან. სისტემური პრობლემები არ იძლევა სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას. ტრაგიკული ისაა, რომ ეს ერთსა და იმავე დროს ყველას და არავის ბრალია, რაც პოლიტიკურ ჩიხს კიდევ უფრო ამყარებს.
მე დღესაც, როგორც 2020 წელს იგივე და მარტივი მიზანი მაქვს - მოქმედება. ვხედავ, რომ დღეს ამ ქვეყნის ინტერესებისთვის მუშაობა პარტიული პოლიტიკის გარეთ უფროა შესაძლებელი.
სწორედ ამიტომ, ვუერთდები გიორგი ხვედელიანისა Giorgi Khvedeliani და ბექა ყორშიას მიერ თანამოაზრეებთან ერთად შექმნილ ინოვაციურ პლატფორმა "გამზირს" გამზირი • Gamziri
გიორგის პარტიაში ყოფნისას, ჩვენ დაგვიგროვდა ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის გამოცდილება, მისი ხედვები იყო და რჩება ყველაზე საინტერესო ხედვებად, რაც გარშემო მომისმენია. ჩვენ ერთად, “გამზირის” პლატფორმაზე მალე დავიწყებთ ძალიან საინტერესო პროექტს - “რეისი”
გარდა ამისა, მე და გიორგი, ჩვენს ქართველ, ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან ერთად, ვმუშაობთ მასშტაბური, ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო საერთაშორისო პროექტის დასაწყებადაც. რისი მიზანიც, რა თქმა უნდა, ქვეყნის დასავლური მომავლისთვის ბრძოლა იქნება". - ნათქვამი განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics