|
2022-11-03 15:02:04, 945 ნახვა
პოლიტიკა
ქვეყნის მთავარ შრომის ინსპექტორს, ბექა ფერაძეს პარლამენტში უსმენენ
ქვეყნის მთავარ შრომის ინსპექტორს, ბექა ფერაძეს, პარლამენტში უსმენენ. შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი დეპუტატებს უწყების 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. ანგარიში მოიცავს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2021 წელს ჩატარებული ინსპექტირების შედეგებს, როგორც უსაფრთხოების, ისე უფლებების დაცვის მიმართულებით. ასევე, ინფორმაციას 2021 წელს განხორციელებული ცვლილებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ანგარიშის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით 31%-ით არის შემცირებული სამუშაო ადგილებზე, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა. უსაფრთხოების მიმართულებით, 2021 წელს განხორციელდა 1074 ინსპექტირება - 446 ობიექტზე. შრომის ინსპექციის სამსახურს, 2021 წელს მიენიჭა სრული მანდატი შრომით ნორმებზე ზედამხედველობის კუთხით. ამ მიმართულებით, ჩატარდა 327 ინსპექტირება, 249 ობიექტზე, ჯამში, 1 წლის განმავლობაში ზედამხედველობა შეეხო 15000 მდე დასაქმებულ პირს. 2021 წელს, შრომის ინსპექციის სამსახურმა განახორციელა 58 830 აქტივობა, 13 612 ობიექტზე, მათ შორის იყო კოვიდ19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები. შრომის ინსპექციის სამსახური, ოფიციალურად გახდა შრომის ინსპექციის საერთაშორისო ასოციაციის წევრი. რაც მნიშვნელოვანი შედეგია სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით. 2021 წელს, არაერთი აქტივობა განხორციელდა ცნობიერების ამაღლების კუთხითაც. შრომის ინსპექციის უშუალო ჩართულობით ჩატარდა 25 ტრეინინგი 1200მდე პირისთვის, გაიმართა 180 შეხვედრა 9000-მდე დასაქმებულისთვის, საკუთარი შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების შესახებ, დასაქმებულთა ინფორმირების მიზნით, განხორციელდა საინფორმაციო კამპანია, როგორც სატელევიზიო ისე სოციალურ მედიაში.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)