05:47 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 15:39:32, 862 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ დაინახა, რომ სინამდვილეში ოლიგარქები არიან მათ მხარეს, დავით კეზერაშვილმა, პირდაპირ აღიარა, რომ ის აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიას და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს

„ოპოზიციამ დაინახა, რომ სინამდვილეში ოლიგარქები არიან არა ჩვენს მხარეს, არამედ მათ მხარეს. ერთ-ერთი ცნობილი გახმაურებული შემთხვევაა დავით კეზერაშვილი, რომელმაც ორიოდე კვირის წინ აღიარებითი ჩვენება გამოაქვეყნა, პირდაპირ აღიარა, რომ ის აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიას და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველამ დაინახა, რომ კეზერაშვილი, ჭუტა, ხაზარაძე-ჯაფარიძე, სააკაშვილი არიან ოლიგარქები, შესაბამისად, ერთადერთი, ვისაც დააზიანებს ამ კანონის მიღება, არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ოპოზიციის მხარეს. 

მისივე თქმით, ესენი არიან ნამდვილი ოლიგარქები, რომლებიც  ცდილობენ საქართველოში ძალაუფლების მოპოვებას.

„ოპოზიციისთვის პრობლემა რაში მდგომარეობს - მათ დაინახეს, რომ სინამდვილეში ოლიგარქები არიან არა ჩვენს მხარეს, არამედ მათ მხარეს. ერთ-ერთი ცნობილი გახმაურებული შემთხვევაა დავით კეზერაშვილი, რომელმაც ორიოდე კვირის წინ აღიარებითი ჩვენება გამოაქვეყნა, პირდაპირ აღიარა, რომ ის აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიას და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ყველამ დაინახა, რომ კეზერაშვილი არის ოლიგარქი, ჭუტა არის ოლიგარქი, ხაზარაძე-ჯაფარიძე არიან ოლიგარქები, სააკაშვილი არის ოლიგარქი, შესაბამისად, ერთადერთი, ვისაც დააზიანებს ამ კანონის მიღება, არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ სწორედ ოპოზიციის მხარეს. ესენი არიან ნამდვილი ოლიგარქები, რომლებიც  ცდილობენ საქართველოში ძალაუფლების მოპოვებას. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია არის სუბიექტურად დაინტერესებული, რომ პარლამენტმა არ მიიღოს ეს კანონი. 

ოპოზიციის სურვილია ამ ეტაპზე რაც იკვეთება, მათ დატოვონ ბუნდოვანება ამ საკითხში, ანუ არსებობდეს მოწოდებები დეოლიგარქიზაციაზე, მაგრამ ვინ არის ოლიგარქი და რა არის დეოლიგარქიზაცია, ეს იყოს ბუნდოვანი. ჩვენ არ გვინდა ამ ბუნდოვანების დატოვება, ჩვენ გვინდა კანონის დონეზე ობიექტურად მოწესრიგდეს, თუ ვინ არის ოლიგარქი, რას უნდა ნიშნავდეს დეოლიგარქიზაცია და ვერ გავყვებით ოპოზიციის დღის წესრიგს ამ კუთხით, მათ უნდათ ბუნდოვანების დატოვება, ჩვენ გვინდა ამაში სიცხადის შეტანა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics