05:47 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 13:35:44, 920 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - არავის ციხეში წასვლა არ მიხარია, თუმცა თუ დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს

გამიჭირდება დეტალებში შესვლა, არავის ციხეში ყოფნა და არავის ციხეში წასვლა არ მიხარია, - ასე აფასებს თბილისის მერი, კახა კალაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების შესახებ. 

მეორეს მხრივ, კალაძემ დასძინა, რომ თუ ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი,  კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. 

"გამიჭირდება დეტალებში შესვლა, არავის ციხეში ყოფნა და არავის ციხეში წასვლა არ მიხარია და დარწმუნებული ვარ ასეა ნებისმიერი ადამიანი, თუმცა თუ ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული,უნდა აგოს პასუხი",- განაცხადა კალაძემ. 

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. 

მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება , რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics