19:09 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 12:17:21, 911 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია გვარამიას საქმეზე - რუსული რეჟიმი ციხეში ამწყვდევს თავისუფალ ადამიანებს

მთავარი დასკვნა არის ის, რომ ამ რეჟიმისგან რაიმეს მოლოდინი, რომ რაღაც ეტაპზე მოლბებიან და სასამართლო დაემსგავსება სასამართლოს, არ არსებობს, - ასე აფასებს "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარიამ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს. 

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მიუთებს რუსულ რეჟიმზე, რომელიც  ერთადერთი რასაც აკეთებს არის, რომ ციხეში ამწყვდევს თავისუფალ ადამიანებს. 

"ეს არის რუსული რეჟიმი და რუსული რეჟიმი ერთადერთი რასაც აკეთებს არის ციხეში ამოამწყვდევს თავისუფალ ადამიანებს. თქვენ გჭირდებათ დაცვა, ჟურნალისტებს სჭირდებათ დაცვა და ნიკა დღეს გიცავთ საკუთარი მოქმედებებით და საკუთარი სიძლიერით. მოქალაქეებს სჭირდებთ დღეს დაცვა, ახალგაზრდობას სჭირდება დაცვა, პენსიონერს სჭირდება დაცვა და ეს უნდა ვუზრუნველყოთ ჩვენ. უნდა დავიცვათ სიმართლით და არა ილუზიებით, რომ ქართული ოცნება რამეს გააკეთებს და ასევე უნდა ვუზრუნველყოთ ერთობით. ამ ორ დასკვნას თუ გამოვიტანთ და არ დავიღლებით, ნიკაც გამოვა და რაც მთავარია, გამოვა ის, რისთვისაც ზის ნიკა, რომ ჩვენ ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში. ამიტომ, არავითარ შემთხვევაში ხელების ჩამოყრა, ეს არის ყველაზე ცუდი ნიკასთვის, მედიისთვის, საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის. პირიქით, წინ უნდა წავიდეთ, არ შევეგუოთ, შევეწინააღმდეგოთ, დავანებოთ ერთმანეთთან კინკლაობას თავი და გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა",- განაცხადა ხოშტარიამ. 

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. 

მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება , რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics