19:08 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-01 12:35:25, 1360 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი - საცირკო ხელოვნებაზე ვაცხადებთ კონკურსს, ოღონდ პოლიტიკაში

დღეს ჩვენ საცირკო ხელოვნებაზე ვაცხადებთ კონკურსს და სხვა ჟანრში, ოღონდ პოლიტიკაში ეს უკვე ემსგავსება მათი მხრიდან ცირკს, რადგან ერთობიან ისინი, სახელმწიფოს და ქვეყნის ბედით თამაშობენ, არადა ეს არ არის გართობა, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მმართველი პოლიტიკური გუნდი 12-პუნქტიან რეკომენდაციებს სერიოზულად აღიქვამს და მუშაობს, რათა ყველა საკანონმდებლო ცვლილება დათქმულ ვადებში გატარდეს.

"12-პუნქტიანი რეკომენდაციები არის ჩვენ მიერ ძალიან სერიოზულად აღქმული. პარლამენტი მუშაობს დღენიადაგ. მე პარლამენტში კოლეგებთან ყოველდღიური კავშირი მაქვს. ვიცი, რამხელა შრომას ეწევიან, რათა დათქმულ ვადებში ყველა საკანონმდებლო ცვლილება გატარდეს. საქმე გვაქვს რეალურად იმასთან, რომ მათ, ვგულისხმობ ზოგიერთ ოპოზიციონერს, დეოლიგარქიზაციის კანონი კი არ უნდოდათ, უნდოდათ რეალურად "დეოცნებიზაცია",  დებიძინიზაცია, აღმოჩნდა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი შეეხება მაგალითად კეზერაშვილს, რომელმაც თავისივე ვრცელი განცხადებით აღიარა, რომ დიახ, ის ოლიგარქია. შეიძლება, სხვებსაც შეეხოთ, ბანკირები რომ იყვნენ წარსულში და ხალხს დევნიდნენ საკუთარი სახლებიდან. ეს უკვე აღარ მოსწონთ. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ ვინმეა ოლიგარქი ამ ქვეყანაში, ეს არის ნებისმიერი მათი წარმომადგენელი, მაგრამ არა ბიძინა ივანიშვილი. ამით არიან უკმაყოფილო. ეს ნამდვილად ემსგავსება მათი მხრიდან ქვეყნის ბედით თამაშს, მაგრამ ჩვენ არ ვართ თამაშის ხასიათზე, ჩვენ ვმუშაობთ და ქართველ ერს ეცოდინება, რომ „ქართულმა ოცნებამ“  ევროპულ გზაზე მისი წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთა“, - განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics