|
2022-11-01 12:35:51, 1355 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია პრემიერობის კანდიდატის პრაიმერისის გზით შერჩევის ინიციატივით გამოდის
ოპოზიცია პრემიერობის საერთო კანდიდატის არჩევას წინასწარი არჩევნებით გეგმავს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე. როგორც ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, პრაიმერისში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველი მიიღებს და ისინი გადაწყვეტენ ვინ უნდა გახდეს ქვეყნის პრემიერი. დოკუმენტის მიხედვით, საპარლამენტო სიას 2024 წლის არჩევნებისთვის ოპოზიცია წინასწარი არჩევნების გზით შეარჩევს და დაკომპლექტდება „ჩრდილოვანი კაბინეტი“ - ოპოზიცია წინასწარ იტყვის ვინ რა პოზიციას დაიკავებს გამარჯვების შემდეგ. ვაშაძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის ეს იდეა განიხილება, რომლითაც ისინი სხვა პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობენ გაერთიანებას, რათა შეიქმნას საერთო ოპოზიციური პლატფორმა და წინასწარი არჩვების გზით ჩამოყალიბდეს თუ ვინ იქნებიან ოპოზიურ პარტიებს შორის ლიდერები და მთავრობის წევრები. „ჩვენ ახლა პროევროპულ ფლანგზე გვჭირდება ერთიანობა, რაც გამოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს ერთიანობა არ იქნება სიტუაციური და იქნება გამჭირვალე წესები, რის საფუძველზეც მოხდება ერთიანობა და როგორ ჩამოვაყალიბებთ გადაწყვეტილებებს. ეს არის პრაიმერისის წესები, რომელზეც მუშაობს ბევრი საინტერესო ადამიანი და საერთო ჯამში სწორედ ხალხის ხმა იყოს გადამწყვეტი ყველა საკითხთან დაკავშირებით. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ ელექტრონულად ვერ ჩატარდება და ასევე ვერ ჩატარდება მხოლოდ ფიზიკურად, რადგან ელექტრონულად ჩატარების შემთვევაში ბევრი ადამიანი ვერ იღებს მონაწილეობას. ამაზე გვაქვს მსჯელობა და საკითხი ჯერ არაა გადაწყვეტილი.“,- განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, პრაიმერისი გულისხმობს წინასწარ არჩევნებს, სადაც მოქალაქეებმა წინასწარ უნდა შეარჩიონ ოპოზიციის ლიდერი, რომელიც შემდგომ პრემიერობის კანდიდატად დასახელდება. წინასწარი არჩევნების გზით მოქალაქეებმა ასევე უნდა შეარჩიონ „ჩრდილოვანი კაბინეტი“ და ოპოზიციის პროპორციული სია, რაც ნიშნავს, რომ მათ თავად უნდა გადაწყვიტონ თუ რომელი ოპოზიციონერი წარადგენს მათ პარლამენტში.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)