|
2022-10-28 11:25:35, 662 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ შამუგია ისრაელის ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ისრაელის მთავრობას მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოების ისტორიული ურთიერთობის მნიშვნელობას. შეხვედრაზე, მინისტრმა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამედროვე ცოდნის გამოყენების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის MASHAV მიერ საქართველოში განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ოთარ შამუგიამ ისრაელის ელჩს „იმერეთის აგრო ზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნული მიმართულებით სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დაინტერესების და ჩართულობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ჰადას ესტერ მეიცადმა აღნიშნა, საქართველო-ისრაელის თანამშრომლობა ისტორიულია, რაც ურთიერთსასარგებლო მიმდინარე და ახალი პროექტების განხორციელებით მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოში MASHAV-ის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჟღენტი ესწრებოდნენ.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)