21:05 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-27 14:17:19, 804 ნახვა

პოლიტიკა
ორბანი - გვინდა, რომ საქართველოს და რუმინეთის გავლით ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან მივიღოთ, რითაც ბუნებრივ აირს დავზოგავთ

ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს და რუმინეთის გავლით მივიღოთ ელექტროენერგია რითაც ძალიან ბევრ ბუნებრივ აირს დავზოგავთ, რომელსაც ამჟამად ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ვიყენებთ- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვიქტორ ორბანის თქმით, თუ უნგრეთს ელექტროენერგია მომავალში პირდაპირ მიეწოდება, ბუნებრივი აირის შეძენა აღარ მოუწევთ.

"შეხვედრებზე ასევე შევეხეთ ენერგეტიკულ საკითხს. მინდა ვაცნობო უნგრეთის საზოგადოებას, რომ მსხვილი ენერგეტიკული ინიციატივები მუშავდება და ეს ჩვენთვის არის საინტერესო. ჩვენ გვინდა ახალი, დიდი ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები გვქონდეს და აზერბაიჯანიდან, საქართველოს და რუმინეთის გავლით მივიღოთ ენერგია და აი, ამ ინიციატივით ჩვენ დავზოგავთ ძალიან ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ამჟამად ვიყენებთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის. თუ ეს ელექტროენერგია პირდაპირ მოგვეწოდება უნგრეთიდან მომავალში, მაშინ აღარ მოგვიწევს ბუნებრივი აირის შეძენა. ძალიან გამეხარდა, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი ემხრობა ამ ინიციატივას და ეს საკითხი პრინციპული მნიშვნელობისაა უნგრეთისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ენერგეტიკული და მაღალი ფასებით გამოწვეული კრიზისი დავძლიოთ. ძალიან ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირის  გარედან ენერგორესურსების მიღების კუთხით. ჩვენ გვინდა, რომ შედეგი იქონიოს არა მარტო მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი გადაწყვეტილებაც ჰპოვოს ამ საკითხმა. უნდა ვთქვათ, რომ ძალიან დიდ იმპორტს ვახორციელებთ ძალიან დიდი მასშტაბით შორეული ქვეყნებიდან. ამიტომ არის უნგრეთისთვის მნიშვნელოვანი ეს საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ინფლაციასთან, ფასების ზრდასთან",- აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics