22:06 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-24 12:46:45, 911 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - როცა პარტნიორები გამადიდებელი ლუპის ქვეშ გვიყურებენ, მურუსიძე და გვრიტიშვილი იუსტიციის საბჭოში მშვიდად ბრუნდებიან

გამადიდებელი ლუპის ქვეშ გვიყურებს ჩვენი ევროპელი პარტნიორები და სრულიად ცინიკურად, პრაქტიკულად სილის გაწვნით ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის, მურუსიძე და გვრიტიშვილი მშვიდად ბრუნდებიან იუსტიციის საბჭოში, - ასე ეხმაურება პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის არჩევას.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" მიღებული გადაწყვეტილება ემსახურება "კლანის გაძლიერებას".

"საქართველო იმყოფება განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება, გარდა ჩვენი დემოკრატიის ხარისხისა, პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენ ევროპულ პერსპექტივაზე. 24 ივლისის გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ ძალიან მკაფიო სამოქმედო გეგმა, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი და ეს პერსპექტივა არის ძალიან ხელშესახები უკრაინის ბრძოლის გამო და თუ ჩვენ, საქართველოა გვექნება პოლიტიკური ნება, რომ განვახორციელოთ რამდენიმე ფუნდამენტური რეფორმა. 

ერთ-ერთი რეფორმა არის მართლმსაჯულების რეფორმა. ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღეში, "ქართულმა ოცნებამ" ჩინჩალაძე დააწინაურა და  გაამყარა მართლმსაჯულების სისტემის კლანის მმართველობაში. ამდენი თვის შემდეგ, როცა გამადიდებელი ლუპის ქვეშ გვიყურებს ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ჩვენ ვხედავთ, რომ სრულიად ცინიკურად, პრაქტიკულად სილის გაწვნით ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის, მურუსიძე და გვრიტიშვილი მშვიდად ბრუნდებიან იუსტიციის საბჭოში, ასევე კლანის გასამყარებლად",- ამბობს ხოშტარია. 

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრი - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი გუშინ, 24 ოქტომბერს აირჩიეს. 

მოსამართლე წევრების არჩევა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე მოხდა.  მურუსიძემ საბჭოს წევრების 268, გვრიტიშვილმა კი, 267 ხმა მიიღო.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, გიორგი გოგინაშვილმა და გოჩა აბუსერიძემ კონფერენციას თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართეს. 

საბჭომ ერთ ვაკანტურ ადგილზე დიმიტრი გვრიტიშვილი დაასახელა, ხოლო მეორე ვაკანტურ ადგილზე ლევან მურუსიძემ საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics