22:58 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-21 16:24:24, 1043 ნახვა

პოლიტიკა
დემნა - საქართველოში ვერ ვიტყოდი, რომ გეი ვიყავი და ვერც დავბრუნდები, რადგან ხალხი, მათ შორის ბიძაჩემი, დამემუქრა მოკვლით

მე ვერ დავბრუნდები საქართველოში, რადგან ხალხი, მათ შორის ბიძაჩემი, დამემუქრა მოკვლით, - ამის შესახებ New Yourk Times Style Magazine-თან ინტერვიუში დიზაინერმა დემნა გვასალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძამისი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც მოკვლით ემუქრებოდა და იზრდებოდა ისეთ ქვეყანაში, სადაც ვერ იტყოდა რომ გეია და ყოველთვის გადარჩენილიყო იმ უბნებში, სადაც იზრდებოდა.

„მისი სექსუალური ორიენტაცია ისეთი რამ არის, რასაც დემნა ხმაში შეპარული სევდის გარეშე ვერ განიხილავს. ადრეული ურთიერთობა სამეზობლოში მყოფ მეგობართან მოულოდენლად დასრულდა ოჯახის წევრის მიერ მათი დანახვით და დემნას ბიჭის ხელახლა ნახვა აეკრძალა, მე ვერ დავბრუნდები საქართველოში, რადგან ხალხი დამემუქრა მოკვლით, ჩემი ბიძა ერთ-ერთი მათგანია, ვიზრდებოდი ისეთ ქვეყანაში, სადაც ვერ ვიტყოდი, რომ გეი ვიყავი, ყოველთვის ვცდილობდი გამოვჩენილიყავი ისეთი მაგარი ბიჭი, რომელიც გადარჩებოდა იმ უბნებში, სადაც მე ვცხოვრობდი, მაგრამ შინაგანად ასეთად არ ვგრძნობდი თავს". - წერს გამოცა დემნასთან ინტერვიუში.

დემნა არის ქართველი მოდის დიზაინერი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ანტვერპენის სამეფო აკადემიაში, ხელოვნების ფაკულტეტზე. ხელმძღვანელობდა „Maison Martin Margiela“-სა და "Louis Vuitton"-ის გუნდებს. ამჟამად არის ფრანგული მოდის სახლის "Baleciaga"-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი. 2014 წელს დემნამ შექმნა პოპულარული, ურბანული, ქუჩის სტილის ბრენდი „VETEMENTS“, რომელიც 2019 წელს დატოვა.

2016 წელს გამოცემამ „Business of Fashion“-მა დემნა გვასალია წლის პერსონად აღიარა. 2016 წლის „Fashion Awards“-ის დაჯილდოებაზე მან წლის მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო აიღო, ხოლო „Vetements“-ი წლის საერთაშორისო ქალაქური ლუქს კლასის ბრენდი გახდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics