|
2022-10-21 13:40:05, 1365 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტი შეთანხმდა, არ ცნოს რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები
ევროპარლამენტი შეთანხმდა, არ ცნოს რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას ევროსაბჭო ვებგვერდზე აქვეყნებს. შესაბამის გადაწყვეტილებას 540-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, ექვსი ინიციატივის წინააღმდეგი იყო, 36-მა კი თავი შეიკავა. მათი ცნობით, აქტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებაზე ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართება, ხოლო დამტკიცებისა და ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ, საკანონმდებლო ინიციატივა ძალაში შევა. ევროპარლამენტის წევრები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსირება უკანონოა. ასევე ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა დაგმო რუსეთის გადაწყვეტილებას, აღიაროს საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა. შესაბამისად, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპული ეკონომიკური ზონის მოკავშირეებმა აღარ უნდა მიიღონ რუსეთის მიერ აღნიშნულ რეგიონებში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები. ინიციატივის შესაბამისად, კომისია კონსულტაციას გამართავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგენს რუსული სამოგზაურო დოკუმენტების სიას, რომელიც მომავალში არ უნდა აღიარონ. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მარტში ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის შემდეგ, რუსეთმა ყირიმის მაცხოვრებლებისთვის რუსული საერთაშორისო პასპორტები გასცა. ეს პრაქტიკა გავრცელდა დონეცკისა და ლუგანსკის არასახელმწიფო კონტროლირებად რაიონებზე 2019 წლის აპრილში, რასაც მოჰყვა ხერსონისა და ზაპორიჟიეს ოკუპირებული რეგიონები 2022 წლის ივლისში. რუსული პასპორტების სისტემატური გაცემა ამ ოკუპირებულ რეგიონებში წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დარღვევას. ამასთან, ევროკავშირმა უკვე არაერთხელ დაგმო უკრაინაში რუსეთის სამხედრო ქმედებები და სრული სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მტკიცედ უარყვეს და ცალსახად დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონებისა და ტერიტორიების უკანონო ანექსია, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის უახლესი მოვლენების საპასუხოდ, შემოღებულ იქნა ინდივიდუალური და ეკონომიკური სანქციების სერია. ევროკავშირმა ასევე სრულად შეაჩერა ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)