|
2022-10-21 12:05:13, 1417 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - „ოცნებისთვის“ ეს ქვეყანა არ არის სამშობლო, მათთვის ეს სახელმწიფო არის ბიძინა ივანიშვილი
მინდა გამოვთქვა შეშფოთება და წუხილი, რომ საქართველოს მოქალაქეები და ივანიშვილის გარემოცვის წევრები მოხვდნენ კაბაევასთან და სხვა რუს ოლიგარქებთან ერთად იმ სიაში მოხვდნენ, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის გამარჯვებას და ეროვნულ ინტერესებს, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე უკრაინის მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის დასანქცირებას. როგორც დეკანოიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, რომელსაც მისივე თქმით, აქვს კავშირები რუს ტერორისტულ რეჟიმთან, არის არა მხოლოდ საქართველო დემოკრატიისთვის პრობლემა, არამედ რეგიონისთვის პრობლემა. "ზელენსკის მიერ სანქცირებული ივანიშვილის ოჯახის მოხვედრა ნიშნავს აღიარებას და დადასტურებას იმის, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მას უშუალოდ, აქვს ძალიან მჭიდრო და მნიშვნელოვანი კავშირები ტერორისტული რეჟიმის წარმომადგენლებთან რუსეთში. უკრაინის ხელისუფლება სანქციებზე მუშაობს თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ეს ჩამონათვალი, რომელსაც ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, არის პარტნიორი ქვეყნებთან მუშაობის შედეგი და მას შემდეგ, რაც ეს განკარგულება შევა ძალაში, უკრაინის სახელმწიფო მიმართავს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ამ ადამიანების მიმართ ამოქმედდეს კიდევ უფრო გაფართოვდეს სანქციების. მე მინდა გამოვთქვა შეშფოთება და წუხილი, რომ საქართველოს მოქალაქეები, ბიზნესინტერესების დამცველები, ივანიშვილის გარემოცვის წევრები მოხვდნენ კაბაევასთან და სხვა რუს ოლიგარქებთან ერთად იმ სიაში, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის გამარჯვებას და ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ეს დადასტურდა გუშინ, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, რომელსაც აქვს კავშირები რუს ტერორისტულ რეჟიმთან, არის არა მხოლოდ საქართველო დემოკრატიისთვის პრობლემა, არამედ რეგიონისთვის პრობლემა. ასევე მინდა დიდი გულისტკივილი გამოვთქვა, რომ "ქართული ოცნებისთვის" ჩვენი სახელმწიფო არ არის მათი სამშობლო, არამედ მათთვის საქართველოს სახელმწიფო არის ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, მე შევახსენებ ყველას, ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდება და ეს თავადაც კარგად იცის. მეორე, სანქციები გაძლიერდება და ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი სახელმწიფო არ არის ბიძინა ივანიშვილი",- განაცხადა დეკანოიძემ. ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)