|
2022-10-19 21:19:08, 1313 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია კალაძეზე - ის ლიდერი აღარაა, ის ივანიშვილის მორიგი უსახური თოჯინა გახდა
ის ლიდერი აღარაა, ის ივანიშვილის მორიგი უსახური თოჯინა გახდა. - ამის შესახებ „მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამია რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ განცხადებაში განაცხადა. მისივე თქმით, მერიის სამსახურის უფროსის მოადგილის დაკავებით, პროკურატურამ (ივანიშვილმა) დაიტოვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის კალაძისკენ აღმავალი ხაზი. "მენეჯერი, მით უფრო, პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარი თანამდებობის შენარჩუნების გამო საზოგადოებას ბარტყებივით უგდებს საკუთარი გუნდის წევრებს, ლიდერი აღარ არის - “დირექტორია”. “დირექტორებს” კი გუნდი არასდროს უერთგულებს - ერთგული გუნდი ჰყავს მხოლოდ ლიდერს. ამ დღეებში კალაძემ თავისი ძალიან ცუდი სახე ბევრი მიმართულებით გამოაჩინა, მაგრამ განლიდერება მისთვის დამღუპველი იქნება. აქამდე მის მიმართ ბევრი პრეტენზია არსებობდა, მაგრამ ლიდერობა მისი ძლიერი მხარე ნამდვილად იყო. საზოგადოებისთვის, ეს აკომპენსირებდა კიდეც (რამდენად სამართლიანად და სწორად, სხვა საკითხია) მის კორუმპირებულობას, კომპეტენციის და ინტელექტის სიმწირეს. არცაა გასაკვირი - „ქართული ოცნების“ მთავარი თვისება ხომ უთვისებობა და ულიდერობაა და, საერთო ფონზე, კალაძე ერთადერთი გამონაკლისი იყო. ახლა კი მას ჩამოეშალა ლიდერის იმიჯი და პოლიტიკური ქარიზმა და დარჩა მხოლოდ ზემოხსენებული კორუმპირებულის, კომპეტენციით და ინტელექტით მწირი პოლიტიკოსის აღქმა. აქამდე ივანიშვილს სწორედ მისი ლიდერობა და ქარიზმა აკავებდა. ახლა, რაც ეს შემაკავებელი ფაქტორი გაქრა, ივანიშვილი კიდევ უფრო გააღრმავებს კალაძის განლიდერებას, საბოლოო გამოკრისტალებამდე. მთელი ძალებით შეუწყობს ხელს და ბოლოს კალაძეს გაანადგურებს და მიასევს მის მორჩილ უსახოებს (შესაძლოა, “ხალხის ძალამ” “გაისროლოს” პირველმა კალაძის მიმართულებით). კალაძეს კი არავინ გამოექომაგება - პირველ რიგში, მერიაში მისი გუნდი არ აპატიებს ღალატს, ხოლო პარლამენტში მისი მხარდამჭერები (ანუ, პოლიტიკური გუნდი) ვერ გაბედავენ მის დაცვას - მორალური უპირატესობის დაკარგვის და კორუფციული მხილებების შიშის გამო.
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)