23:44 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-19 14:11:39, 993 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - არ შეიძლება, რომ ხელისუფლების მაღალ რგოლში იყოს პასუხისმგებლობა ყველა საკითხზე

არსებობს კიდევ პრაგმატული რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ - არ შეიძლება, რომ ხელისუფლების მაღალ რგოლში პასუხისმგებლობა იყოს ყველა საკითხზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ თბილისის მერის გადადგომის მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, "ძალიან ძნელია თვალი გაუსწორო სპეკულირების იმ რეალობას, რომელიც ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა შემოგთავაზეს".

“როცა საქმე 13 წლის გოგონას, ადამიანს ეხება, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა დაკარგა და საქართველოში ოჯახი არ არის, სადაც ამ ადამიანს არ გლოვობენ, ძალიან ძნელია თვალი გაუსწორო სპეკულირების იმ რეალობას, რომელიც შემოგთავაზეს ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებიც ტრაგედიიდან ტრაგედიამდე არსებობენ და ამ ტრაგედიებს შორის კიდევ რამე თუ მოხდა და ევროკავშირის ან ევროპარლამენტის წარმომადგენელმა თუ რაიმე ცუდი თქვეს საქართველოზე, იწვევს აღფრთოვანებას და ზეიმს. ამის იქით არსებობს კიდევ პრაგმატული რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ - არ შეიძლება, ხელისუფლების მაღალ რგოლში პასუხისმგებლობა იყოს ყველა საკითხზე, რომელიც აუცილებლად უნდა სრულდებოდეს იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც მუშაობენ ან მშენებლობაზე, ან მედიცინაში, ან ნებისმიერ სხვა სფეროში და ადამიანის სიცოცხლე მათზეა დამოკიდებული. რასაკვირველია, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ვფიქრობ, დასკვნებია გასაკეთებელი აქედან. პიარკამპანია, პოლიტიკური ინსინუაციები და სპეკულაცია სერიოზულ ზიანს აყენებს ქართულ საზოგადოებას. გამოძიება მიმდინარეობს და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ან კითხვა დარჩება, მას პასუხი უნდა გაეცეს. თქვენ მორალურ თემებზე გადადიხართ მაშინ, როცა ამორალურია ყველა ის პოლიტიკური ჯგუფი და პარტია, რომლებიც გმართავენ თავისი პიარით, საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური გამოვლინებით",- განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics