23:46 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-19 12:08:24, 830 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - თუკი ჩემი, თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად ვარ სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი

13 ოქტომბრის ტრაგიკულმა დღემ სრულად შეცვალა არათუ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დღის წესრიგი, არამედ მთლიანად ქალაქი, მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო პატარა გმირის, მარიტას ოჯახს და სრულიად საქართველოს, - ამ სიტყვებით დაიწყო თბილისის მერმა, ტრაგიკული ამბის შემდეგ გამართული პირველი სხდომა.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუკი მის მიმართ მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად არის "სრული სიმკაცრით აგოს პასუხი კანონის წინაშე". 

"რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს? ამ კითხვას პირველ რიგში გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რომელთანაც მთელი ჩვენი უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს. თქვენ იცით, რომ დაკავებულია 9 პირი, მათ შორის მერიის თანამშრომელი. მე არ მაქვს არანაირი უფლება შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. თუმცა კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი ან მკაცრი  ვინმეს მიმართ. მე რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და მინდა გავიმეორო, თუკი ჩემი, თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად ვარ სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე. ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალეულის წინაშე არის მერიის თანამშრომელიც. მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი რამ, რასაც ოდენი სიმშვიდის მოტანა შეუძლია",- განაცხადა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავა. როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ,  კახა მურადაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულთა სია, შესაძლოა, გაფართოვდეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics