23:46 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-18 13:32:53, 1120 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - ხალხმა იცის, რომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, ოჯახის მერე ყველაზე მეტად კალაძე განიცდის

კახი კალაძე იმიტომ გყავთ გაჩხერილი ყელში, რომ სხვა ლიდერებთან ერთად დაგამთავრათ პოლიტიკურად, როგორც დედაქალაქში, ასევე მთელ საქართველოში და ამას ვერ პატიობთ, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა თბილისის მერის გადადგომის მოთხოვნას. 

მისი თქმით, ხალხმა იცის, რომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, ოჯახის მერე ყველაზე მეტად კახი კალაძე განიცდის. 

"კახი კალაძე იმიტომ გყავთ გაჩხერილი ყელში, რომ სხვა ლიდერებთან ერთად დაგამთავრათ პოლიტიკურად, როგორც დედაქალაქში, ასევე მთელ საქართველოში და ამას ვერ პატიობთ და ყველანაირად გინდათ, რომ რაღაცნაირად მოახდინოთ, რომ ეს გაანეიტრალოთ. არ გამოგივათ. სწორედ ამის დემონსტრირება იყო რაც თქვენ გააკეთეთ, ამ ტრაგედიის ფონზე მერისთან რომ მიაგზავნეთ ბავშვები, 10 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეთ, ეს არის თქვენი სახე, ხალხი არ დაგიდგათ გვერდში, იმიტომ, რომ ხალხმა იცის, რომ ის რაც მოხდა არის ტრაგედია, ის რაც მოხდა ოჯახის მერე ყველაზე მეტად კახი კალაძე განიცდის და მთელი მერია, ამას გრძნობს ხალხი",- განაცხადა ზარქუამ. 

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმე იყო მისი ორი თანატოლის მდგომარეობაც, თუმცა მოზარდებმა კლინიკა უკვე დატოვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics