00:36 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-16 15:43:49, 1253 ნახვა

პოლიტიკა
სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი - შავ სიაში მოხვედრა ხომ არ ნიშნავს, რომ აღარ უნდა ვიმუშაო?

შავ სიაში მოხვედრა ხომ არ ნიშნავს, რომ აღარ უნდა ვიმუშაო. - ამის შესახებ „ტვ პირველთან" ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სკანდალში გახვეული ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელმა, ზურაბ ამირანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათ მხოლოდ სამშნებელო სამუშაოები და მისი ხარისხი უნდა შეეფასებინათ და ელექტროგაყვანილობასთან საქმე არ ჰქონდათ.

„ჩვეულებრივი დამკვეთი იყო, გვიკვეთავდა ექსპერტიზას და ვუსრულებდით, მეტი არაფერი. ეს ბოლო ერთი თუ ორი დასკვნა გააკეთეს სხვაგან. ჩვენ ჩავატარეთ მარტო დემონტაჟის სამუშაოებზე ექსოერტიზა, მერე რაღაც ბეტონების სამშნებელო სამუშაოები იყო ანუ ბეტონები ჩაასხეს, მაგეებზე ჩავატრეთ. ელექტრონაწილზე რომ გადავიდნენ, ჩვენთან აღარ მოვიდნენ, უკვე სხვაგან წავიდნენ. შევაფასეთ დადებითად, იმიტომ, რომ მოდიოდა  ფარული სამუშაობს აქტები, მოდიოდა დამოწმებული ფორმა 2-ები და მაგის მერე ვიძლეოდით დასკვნებს ჩვენ. რა ეტაპებიც გავაკეთეთ, იმ ეტაპეში ელექტროობა არ იყო. შადრევანთან რაც სამონტაჟო სამუშაოებია, ის ჩვენ დროს არ მომხდარა, ჩვენ დროს იყო სამშენებლო სამუშოაები. ღია კაბელი, ან შეიძლება გადაბმა სადღაც ყოფილიყო არასწორი ან დამიწებისგან, რა ვიცი. ან თითონ შეიძლება რაღაცა გაფუჭდა. შავი სია მიკრძალავს უბრალოდ ტენდერებში მონაწილეობას, თორემ ფიზიკურ პირთან მე პრობლემა არ მაქვს". - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ზურაბ ამირანაშვილს „TV პირველის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ მოხდა გარდაცვლილი ექსპერტის ხელმოწერა სატენდერო დოკუმენტაციაში, რაზეც მან უპასუხა, რომ სანამ ცოცხალი იყო, გადმოგზავნილი ჰქონდა მეილზე ფაქსიმილია და ის აღნიშნულ დოკუმენტს დაადეს.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადასარჩენად ორი თანატოლი ბიჭი ეცადა.  

ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმე იყო მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის გუშინ მართვის სუნთქვის აპარატოდან მოხსნეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics