|
2022-10-15 20:51:24, 1205 ნახვა
პოლიტიკა
შოლცი: ევროპელი ხალხის ხმა უნდა ისმოდეს ლისაბონიდან თბილისამდე
გერმანიაში მიმდინარე ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროკავშირის მომავალ გაფართოებაზე ისაუბრა და თქვა, რომ აღმოსავლეთით ბლოკის გაფართოება ევროპისთვის მომგებიანია, თუმცა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს. შოლცის თქმით, ევროპელი ხალხის ხმა მთელ კონტინენტზე უნდა ისმოდეს – ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე და ლისაბონიდან თბილისამდე. "დღეს, როცა რუსეთი ცდილობს, ძალადობრივი გზით შეცვალოს საზღვრები თავისუფლებასა და ავტოკრატიას შორის, ჩვენ ევროპის ხალხი ვართ, ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს – ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმაც. ერთად ჩვენ საფუძველი უნდა ჩავუყაროთ თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ ევროპას. სწორედ ასე შეგვიძლია დავიცვათ ევროპული ღირებულებები როგორც შიგნით, ასევე გარეთ. ევროპა ჩვენი მომავალია და ეს მომავალი გაბედულად უნდა ჩამოვაყალიბოთ". – თქვა შოლცმა. ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესის მიმდინარეობას, „ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ესწრება. „ქართული ოცნება“ ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) წევრია.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)