|
2022-10-15 15:14:18, 1172 ნახვა
პოლიტიკა
ბონი ჯენკინსი - ვცდილობთ, საქართველოს მივცეთ ყველაფერი, რაც მას სუვერენიტეტის გასაძლიერებლად სჭირდება
ვცდილობთ, საქართველოს მივცეთ ყველაფერი, რაც სუვერენიტეტის გასაძლიერებლად სჭირდება.- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით, ბონი ჯენკინსმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, არანაირი მცდელობა საქართველოს რაიმეში ჩათრევისა არ არსებობს. „იმის გათვალისწინებით, რა სიტუაციასთანაც გვიწევს გამკლავება, ვგულისხმობ, რუსეთ-უკრაინის ომს, რუსეთის არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში, ერთ-ერთი მესიჯი, რომელიც გავაჟღერე [საქართველოში ვიზიტისას] ის იყო, რომ უკრაინის სუვერენიტეტისადმი ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა გრძელდება და ზუსტად ასევე ვართ ერთგულები საქართველოს სუვერენიტეტისადმიც. ვაცნობიერებთ, რომ საქართველო ახლა იმ სიტუაციაშია, როდესაც ასეთი უსაფრთხოების რისკი ასე ახლოსაა. ასევე ვაცნობიერებთ, რომ მობილიზაციის გამო, რუსების დიდი ნაკადი საქართველოში შედის და გვესმის ის გამოწვევებიც, რაც ამან საქართველოს შეიძლება მოუტანოს. იმის გათვალისწინებით, რაც მე საქართველოში მოვისმინე, ქვეყანაში სჯერათ, რომ შეუძლიათ ამ სიტუაციას გაუმკლავდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში ჩვენ ვაძლევდით საქართველოს დაფინანსებას სამხედრო შესყიდვებისთვის. მხოლოდ ამ წელს, თუ არ ვცდები, 35 მილიონ დოლარზე მეტი გვაქვს საქართველოსთვის გაცემული. საქართველოს სხვადასხვა ტიპის დახმარებას ვუწევთ და კვლავაც ვეძებთ გზებს, იმისთვის, რომ საქართველოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის საჭირო სამხედრო და სხვა ტიპის დახმარება მივცეთ... არანაირი მცდელობა საქართველოს რაიმეში ჩათრევისა არ არსებობს. ვცდილობთ, რომ გავაღრმაოთ პროგრამები, თანამშრომლობა, გავაძლიეროთ ურთიერთობები და ასევე ვცდილობთ, რომ მივცეთ საქართველოს ყველაფერი, რაც მას სუვერენიტეტის გასაძლიერებლად სჭირდება“,- განაცხადა ჯენკინსმა.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)