01:14 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-14 19:33:50, 909 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - დღეს თუ ვინმესთვის არის ემოციურად უმძიმესი მდგომარეობა, ეს კალაძეა

გამოძიება მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, დაადგენს, თუ რა ეტაპზე და რა გადაცდენასთან შეიძლება გვქონოდა ჩვენ საქმე. - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძემ TV იმედის ეთერში ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას.

მისივე თქმით, თუ ვინმესთვის დღეს არის უმძიმესი ემოციური მდგომარეობა, ეს კალაძეა.

"გამოძიება მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, დაადგენს, თუ რა ეტაპზე და რა გადაცდენასთან შეიძლება გვქონოდა ჩვენ საქმე. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოძიება აუცილებლად ბოლომდე მივა. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ინტერესი, არის კახი კალაძის ინტერესი. დღეს ჩვენ ბევრი შეფასება მოვისმინეთ, მათ შორის პოლიტიკურიც და ასე ვთქვათ, არაპოლიტიკურიც. მაგრამ, ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ თუ ვინმეს ინტერესშია, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართოს და ეს აუცილებლად ასეც იქნება და თუ ვინმესთვის დღეს არის უმძიმესი ემოციური თუ ასე ვთქვათ, ყველა მხრივ მდგომარეობა, ეს არის თბილისის მერი, კახი კალაძე. ვინც მას იცნობს, იცის, ამ წლების განმავლობაში თუ როგორი დიდი შრომითა და მონდომებით ცდილობდა, რომ თითოეული პროექტი ძალიან მაღალი ხარისხით განხორციელებულიყო. ჩვენ ძალიან ბევრ პროექტი გვაქვს მაღალი ხარისხით განხორციელებული. მაგრამ, საუბედუროდ, ეს შემთხვევა მოხდა და ძალიან რთულია ენით იმის გადმოცემა, რასაც თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადასარჩენად ორი თანატოლი ბიჭი ეცადა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics