07:17 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 22:25:24, 962 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ჟინ-პიო კიმს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა კორეული მხარის მიმართ „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირებზე და გამოიხატა არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს შორის.

„შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია კორეის რესპუბლიკის გამოცდილებითა და საუკეთესო პრაქტიკით ლოჯისტიკური ინდუსტრიის, „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების, სტარტაპების განვითარების მიმართულებებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2022 წელს აღინიშნება საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი. შეხვედრა გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ რუანდაში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეა იმართება“, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics