02:02 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 13:22:47, 1066 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - საშინელი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა, რომლის მიზანი მოსახლეობის განადგურებაა

საშინელი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა, -  ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის რამდენიმე ქალაქში განხორციელებულ თავდასხმას. 

როგორც პრეზიდენტი "ტვიტერზე" წერს, რუსების მიზანი, როდესაც მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის, არის განადგურება და შიშის ჩანერგვა. 

"საშინელი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა. ეს განურჩეველი თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, რომლის მიზანი იყო განადგურება, შიშის ჩანერგვა. მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის მონდომება. მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას",- წერს ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის ქალაქები დაბომბვის ქვეშ მოექცა.

მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა: კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო.

ამასთან აღსანიშნავია, რომ  დღეს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics