|
2022-10-06 22:03:26, 1252 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ივანიშვილი დიდ ინვესტიციას, როცა დებდა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში, მაშინ ოლიგარქად არავინ მოიხსენიებდა
მაშინ პირდაპირ იყო ჩართული იმ პროცესებში, რაც პოლიტიკას უკავშირდებოდა და ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილს არავინ მოიხსენიებდა და ჯერ 2011 წელს გამოაცხადეს ოლიგარქად, როცა შემოვიდა პოლიტიკაში და დღეს, როდესაც გასულია მთლიანად პოლიტიკიდან მისი მოხსენიება ხდება ასევე ოლიგარქად- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების შესახებ საუბრისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სად არის ლოგიკა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში ოლიგარქად არავინ მოიხსენიებდა, დღეს გასულია პოლიტიკიდან და ოლიგარქად აცხადებენ. „მოკლედ შევეხები ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს, 2004-2007 წლებში თქვენ გახსოვთ, რომ ის საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებდა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში, ვიდრე არ გამოიკვეთა ავტორიტარიზმის კონტურები სრულად. მანამდე ეს ინვესტიციები ხორციელდებოდა სხვადასხვა სფეროში, ჯარს ტანსაცმელი არ ჰქონდა და ბიძინა ივანიშვილის სახსრებით მოხდა მათ შორის, უნიფორმების შეძენა, პოლიციის რეფორმაში ფინანსური ინვესტიცია მთლიანად ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო განხორციელებული, სკოლების გადაიარაღება, ინვენტარის შეძენა, სკოლების რემონტი და უამრავი სხვა. მაშინ პირდაპირ იყო ჩართული იმ პროცესებში, რაც პოლიტიკას უკავშირდებოდა და ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილს არავინ მოიხსენიებდა და ჯერ 2011 წელს გამოაცხადეს ოლიგარქად, როცა შემოვიდა პოლიტიკაში და დღეს, როდესაც გასულია მთლიანად პოლიტიკიდან მისი მოხსენიება ხდება ასევე ოლიგარქად. სად არის აქ ლოგიკა, ლოგიკა არის ერთადერთ რამეში მათთვის უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი არის უკვე პრობლემა იმიტომ, რომ თავისი ყველა უბედურების სათავეს ხედავენ ამ ფაქტორში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)