07:43 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-06 16:31:34, 1024 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია „ქართულ ოცნებას” - ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ - ყველა ტყუის?

ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ ყველა ტყუის ? - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ "ქართული ოცნების" საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლოდინის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო ამ დრომდე არ გასცემს შესაბამის ნებართვას მიხეილ სააკაშვილის ამერიკილი ექიმისთვის.

"ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ ყველა ტყუის? მთელი მსოფლიო ტყუის? მე მქონდა ინფორმაცია, რომ გუშინ თითქოს დათანხმდნენ რომ ეს ადამიანი უნდა შეეშვათ, მიეცათ ლიცენზია, ველოდებოდით, რომ მოხდებოდა მისი შეყვანა დაჩქარებული ტემპით, ხომ არის ასეთი განსაკუთრებული შემთხვევა როცა ჯანმრთელობას ეხება არა? როგორც ჩანს არაფერი აღარ არსებობს საერთოდ. ისე დამთავრდა დღე, რომ შედეგი ვერ მივიღე და დღეს ვიგებ, რომ არც ყოფილა დადგენილება და დოკუმენტი არ არსებობს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა, სადაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას სპეკულაცია უწოდა.

მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეა კლინიკა „ვივა მედშია” გადაყვანილი.

ამასთან, მესამე პრეზიდენტი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ მოინახულა.

მისივე თქმით, სააკაშვილი სიკვდილის პირას იმყოფება, ვერ იღებს საკვებსა და მედიკამენტებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics