04:35 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 12:06:39, 932 ნახვა

პოლიტიკა
ლიეტუვის სეიმის წარმომადგენლები თავდაცვის უწყებაში იმყოფებოდნენ

საქართველოში ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის დელეგაცია იმყოფება. კომიტეტის თავმჯდომარის, ლაურინას კასჩიუნასის ხელმძღვანელობით, ლიეტუვის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა უმასპინძლა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები განიხილეს.

მხარეებმა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს და აღნიშნეს, რომ რუსეთის აგრესია გამოწვევაა მთელი რეგიონისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის. მათ დაგმეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და ამ კუთხით ქვეყნებს შორის კიდევ უფრო ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ სწრაფვასა და ქვეყნის მიერ ამ გზაზე მიღწეულ პროგრესზე. ასევე, განიხილეს ნატოში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებს. ლელა ჩიქოვანმა ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა ხაზგასმით აღნიშნა.

ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის დელეგაციამ შეხვედრები გამართა საკანომდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. პარლამენტარები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრშიც (JTEC) იმყოფებოდნენ, სადაც დელეგაციის წევრები ცენტრის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობებს გაეცნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics