07:57 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-04 14:02:26, 1391 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე „ხალხის ძალაზე“ - ღირებულებით ნაწილში არსებითი განსხვავება ჩვენ შორის არ არის

ჩვენ ტაქტიკური შეუთანხმებლობა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოზით უნდა ითქვას სიმართლე გარკვეულ საკითხებზე, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოძრაობა „ხალხის ძალასთან" დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ღირებულებით ნაწილში „ქართულ ოცნებასა“ და „ხალხის ძალას“ შორის განსხვავება არ არის.

"რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, აქ რამე არსებითი განსხვავება ჩვენ შორის არ არის. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ მიუხედავად გაყოფისა, ჩვენ ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში. გვაქვს მათგან მოსმენილი საერთო პოზიცია იმის თაობაზე, რომ ისინი პრინციპულად საერთო გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერენ, მათ შორის ეს ეხება 12 პუნქტის გარშემო მისაღებ გადაწყვეტილებებს", - აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „ხალხის ძალას“ დღეს „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატი და ექსპერტები შეუერთდნენ. როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მოძრაობის წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, "ხალხის ძალას" ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია, ზაალ მიქელაძე, თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი უერთდებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics