|
2022-10-04 11:48:53, 1234 ნახვა
პოლიტიკა
„ოცნებიდან“ წასული დეპუტატები ამიერიდან საზოგადოებას ანტიდასავლურ გზავნილებს „პოსტ TV“-ის დახმარებით მიაწვდიან
„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები, რომლებიც ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევიან და ამერიკელ პარტნიორებს ღიად ესხმიან თავს, ამიერიდან საზოგადოებას გზავნილებს ტელეკომპანია „პოსტ TV“-ის დახმარებით მიაწვდიან. როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, მოძრაობა „ხალხის ძალას“ კიდევ ხუთი დეპუტატი უერთდება, რომელთაგან ერთ-ერთი ვიქტორ ჯაფარიძეა. მისივე თქმით, ჯაფარიძემ შეიძინა „პოსტ TV“ წილის 52%, რაც მათ დაეხამრებათ, რომ "სათქმელი საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მიიტანონ". .."მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, სიახლის შესახებ, რომელზეც მინიშნებით გასული კვირების მანძილზე აქტიურად ვსაუბრობდით. ჩვენი მოძრაობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა „პოსტ TV“ წილის 52 პროცენტი. ეს გარემოება ხელს შეგვიწყობს სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ. დღევანდელ ურთულეს გარემოში საქართველოს წარმატებით უზრუნველყოფისა და ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გზად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა გვესახება. გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში წინ ვეღარაფერი აღუდგება",- განაცხადა სოზარმა. გარდა ვიქტორ ჯაფარიძისა, მოძრაობას ასევე შეუერთდნენ ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)