04:37 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-03 18:09:46, 1050 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - მივმართავ აფხაზებს - არ ჩაჰყვეთ ოკუპანტს ისტორიულ სანაგვეზე, არ წახვიდეთ ომში საზარბაზნე ხორცად

მე მინდა მივმართო აფხაზებს, რომლებიც არიან ამ საფრთხის წინაშე - დღეს რუსეთი არის კატასტროფული ისტორიული კრახის წინაშე,- ასე ეხმიანება პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო გაწვევის დაწყებას. 

ხოშტარიამ გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა აფხაზებს, რომ  "არ წავიდნენ საზარბაზნე ხორცად", შესაბამისად, მისივე თქმით, სურვილის შემთხვევაში, პარტია მზადაა მიიღოს ეს ადამიანები საქართველოში და იზრუნონ მათზე. 

"საოკუპაციო რეჟიმი არის საერთაშორისო სამართლებრივად პასუხისმგებელი იმ ადამიანების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე, რომლებიც ცხოვრობენ იქ და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დაუსჯელად დავუტოვოთ ეს უფლება და მათ აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება.

მე მინდა მივმართო აფხაზებს, რომლებიც არიან ამ საფრთხის წინაშე - დღეს რუსეთი არის კატასტროფული ისტორიული კრახის წინაშე. უკრაინა იმარჯვებს ამ ომში და რუსეთი დარჩება პოლიტიკურ და ისტორიულ სანაგვეზე და არავითარ შემთხვევაში, ჩვენი ოკუპირებული ქვეყნის ნაწილი, ამ ნანგრევებში არ უნდა მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოგვმართავთ, მიიღეთ ინდივიდუალური გადაწყვეტილება და არ ჩაჰყვეთ ოკუპანტს ისტორიულ სანაგვეზე. მე მინდა ასევე მათ მივმართო, რომ არ წავიდნენ საზარბაზნე ხორცად, შესაბამისად ყველა სურვილის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ეს ადამიანები საქართველოში და ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და ყველანაირ უფლებაზე. მათ უნდა იცოდნენ, რომ რაც არ უნდა იყოს ჩვენს შორის დღეს ურთიერთობა, ჩვენი ქვეყნის კარი არის მათთვის ღია",- განაცხადა ხოშტარიამ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა „განკარგულებას“ 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ. 

„განკარგულების“ თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გაწვევის ვადა ამოეწურათ, სამსახურიდან დაითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics