|
2022-09-30 18:17:15, 1132 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი ყველა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდებს დაგმონ უკანონო ანექსია
ჩვენ მტკიცედ ვუარყოფთ და ცალსახად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის რეგიონების უკანონო ანექსიას. - ამის შესახებ განაცხადა ევროსაბჭომ. მათივე თქმით,რუსეთის აგრესიული ომისა და მოსკოვის ბოლო ესკალაციის ფონზე, ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით. "ჩვენ მტკიცედ ვუარყოფთ და ცალსახად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის რეგიონების უკანონო ანექსიას. აღნიშნული ქმედება წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს ძირს უთხრის და უხეშად არღვევს უკრაინის ფუნდამენტურ უფლებებს დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, გაერო-ს წესდებაში და საერთაშორისო კანონმდებლობაში ასახული ძირითადი პრინციპების შესახებ, რუსეთი საფრთხეში აყენებს გლობალურ უსაფრთხოებას. ჩვენ არ ვაღიარებთ და არასოდეს ვაღიარებთ უკანონო „რეფერენდუმს“, რომელიც რუსეთმა მოამზადა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი დარღვევის საბაბად, და არც მათ გაყალბებულ და უკანონო შედეგებს. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ამ უკანონო ანექსიას. ეს გადაწყვეტილებები ბათილია და არ შეიძლება რაიმე იურიდიული ეფექტის მოტანა. ყირიმი, ხერსონი, ზაპორიჟიე, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, ცალსახად უარყონ ეს უკანონო ანექსია. რუსეთის აგრესიული ომისა და მოსკოვის ბოლო ესკალაციის ფონზე, ევროკავშირი მტკიცედე დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით. ჩვენ ურყევად ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. უკრაინა იყენებს ლეგიტიმურ უფლებას დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან, რათა აღიდგინოს სრული კონტროლი მის ტერიტორიაზე და აქვს უფლება გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კრემლის ბირთვული საფრთხეები, სამხედრო მობილიზაცია და უკრაინის ტერიტორიის რუსეთის ტყუილად წარმოჩენის სტრატეგია და იმის მტკიცება, რომ ომი შესაძლოა ახლა რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდეს, არ შეარყევს ჩვენს გადაწყვეტილებას. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს შემაკავებელ ზომებს რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. ისინი კიდევ უფრო გაზრდის ზეწოლას რუსეთზე აგრესიული ომის დასასრულებლად. ჩვენ ვიმეორებთ, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით და გააგრძელებს უკრაინის ძლიერ ეკონომიკურ, სამხედრო, სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას მანამ, სანამ ამას დასჭირდება". - ნათქვამია განცხადებაში..
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)