06:26 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-30 13:14:44, 997 ნახვა

პოლიტიკა
ღუდუშაური რუსეთის მოქალაქეების შემოდინების კონტროლზე - დედას გეფიცებით, რომ ეგრეა

დედას გეფიცებით, რომ ეგრეა,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა შეკითვას კონტროლირდება თუ არა ლარსის საზღვარზე რუსეთის მოქალქეების მასიური შემოდინება.

მისი თქმით, მისთვის გაუბეგარია თუ რატომ უნდა იტოს საქართელო „პირველი მერცხალი“.

„ცივილიზებული სამყარო არ არის ჩამოყალიბებული ზოგადად რა მიდგომა უნდა იქნეს ამ შემთხვევაში. არ მგონია, რომ ვინმეს ზოგადად ჩაკეტილი ჰქონდეს საზღვარი და ასე ვთაქვათ  პირველი მერცხლები რატომ უნდა ვიყოთ გაუგებარია, როდესაც სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ დიახ, ყველაფერი კონტროლდება, თუმცა რა თქმაუნდა სტატისტიკა არის გაზრდილი და ეს არის ცალსახა. ასეთ შემთხვევაში, ყოვლად დაუშვებელია იმაზე მეტი აჟიოტაჟის ატეხა ვიდრე ზოგადად ობიექტური სურათი არის... დედას გეფიცებით, რომ ეგრეა (კონტროლდება)“,- განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ პუტინის ომს გამოქცეულთა რიცხვი, რომლებმაც ლარსის საზღვარი ბოლო ორი დღეში გადაკვეთეს, საგრძნობლად შემცირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6109 მოქალაქემ, ხოლო საქართველოს ტერიტორია დატოვა 5186 მოქალაქემ, 28 სექტემბრის 10:00 სთ-დან 29 სექტემბრის 10:00 სთ-მდე შემოვიდა 9642 და გავიდა 5448 მოქალაქე.

ამასთან, გუშინ რუსეთის სხვა რეგიონებიდან ავტომანქანებით შესვლა ოფიცილაურად აიკძალა.

აიკრძალა ასევე საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ფეხით და ველოსიპედით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics