08:37 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 10:32:41, 1134 ნახვა

პოლიტიკა
არძინბა - იზრდება მოხალისეების რიცხვი, რომლებიც აფხაზეთს ტოვებენ და უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში მიდიან

მოხალისეების რაოდენობა, რომლებიც ტოვებენ აფხაზეთს, რათა მონაწილეობა მიიღონ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში, მუდმივად იზრდება, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

არძინბას თქმით, აფხაზებმა "დამოუკიდებლობა დიდი ტანჯვით და სისხლით" დაიცვეს, ამიტომ მათთვის დონბასის „თავისუფლება“ მნიშვნელოვანია.

"მობილიზაცია არ გვაქვს. მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ 2014 წლიდან აფხაზმა მოხალისეებმა იარაღი აიღეს და დონბასის თავისუფლებას იცავენ და მათი რიცხვი იზრდება. ეს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც", - განაცხადა ინალ არძინბამ.

მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ ხელი ორმაგი მოქალაქეობის დარეგულირების საკითხზე ე.წ. შეთანხმებას მოაწერეს. შეთანხმების თანახმად, უახლოეს მომავალში ამოქმედდება მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც, აფხაზეთში მცხოვრები პირები რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics