08:37 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 10:20:58, 1344 ნახვა

პოლიტიკა
სენატორი კარდინი - თუ რუსეთი შეძლებს, რომ წინ წავიდეს, მაშინ საქართველო და მოლდოვა შემდეგი მსხვერპლი იქნებიან

ქართველებმა იციან რას ნიშნავს, როდესაც ზესახელმწიფოს სამხედრო ძალა მოდის შენ ქვეყანაში და ძალით იტაცებს ქვეყნის ნაწილებს, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, სენატორმა ბენ კარდინმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, ის რაც ახლა უკრაინაში ხდება არის ფრონტის ხაზი საქართველოს თავდაცვისთვის, რადგან თუ რუსეთი შეძლებს, რომ წინ წავიდეს ამ სამხედრო კამპანიაში, მაშინ საქართველო და მოლდოვა "ნამდვილად იქნებიან რუსეთის შემდეგი სამხედრო აგრესიის მსხვერპლი".

"ბატონ პუტინს ნამდვილად ვუფასებთ იმას, რომ ნატოს პარტნიორებს შორის ერთიანობა მოიტანა. მათ შორის, ეს მოხდა ბევრი ქვეყნის შემთხვევაში ევროპაშიც.

[საქართველოს] ვხედავთ ევროპის ინტეგრაციის გზაზე და ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს ნატოს წევრადაც. თუმცა, საჭიროა, რომ ქვეყანაში რეფორმები გატარდეს

საქართველო დაზარალდა რუსეთის შეჭრით და რუსული ჯარები საქართველოში დღემდე იქ დგანან. ქართველებმა იციან რას ნიშნავს, როდესაც ზესახელმწიფოს სამხედრო ძალა მოდის შენ ქვეყანაში და ძალით იტაცებს ქვეყნის ნაწილებს. ასე რომ, ისინი იაზრებენ იმას, რომ ის, რაც უკრაინაში მოხდა ამ ბოლო შეჭრამდე, მოხდა მათ ქვეყანასა და მოლდოვაშიც.

ის რაც ახლა უკრაინაში ხდება არის ფრონტის ხაზი საქართველოს თავდაცვისთვის, რადგან თუ რუსეთი შეძლებს, რომ წინ წავიდეს ამ სამხედრო კამპანიაში, მაშინ საქართველო და მოლდოვა ნამდვილად იქნებიან რუსეთის შემდეგი სამხედრო აგრესიის მსხვერპლი",- აცხადებს სენატორი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics