08:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-25 15:36:26, 1159 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე მკაცრი შუალედური რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიმდინარე წლის სექტემბრის დებატებზე განიხილა - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)" (ე.წ. „დეპორტირებულების საქმე"). სხდომაზე საქართველოს წარმომადგენლობამ ხაზი გაუსვა განსახილველ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და გააჟღერა მკაფიო პოზიცია, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციისათვის ევროპის საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტისა, მოპასუხე სახელმწიფოს კვლავ რჩება გადაწყვეტილების აღსრულების უპირობო ვალდებულება.

მინისტრთა კომიტეტის დებატების ფარგლებში დელეგაციების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ ზემოხსენებული ვალდებულების აღუსრულებლობა და სრულად გაიზიარა საქართველოს წარმომადგენლების პოზიცია.

რეზოლუციის ფარგლებში კომიტეტმა გამოთქვა ღრმა მწუხარება რომ, ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებამ არ გადაიხადა ევროპული სასამართლოს მიერ დაზარალებულებისთვის მიკუთვნებული თანხა. მინისტრთა კომიტეტის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება განსაკუთრებით აზიანებს დაზარალებულთა ინტერესებს.

ქართული მხარის ინიციატივით, მინისტრთა კომიტეტმა მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, გამოიყენონ ყველა საშუალება საქმის აღსრულების უზრუნველსაყოფად. ამასთან კომიტეტმა გაიზიარა ქართული მხარის პოზიცია, რომ რუსეთისათვის ევროპის საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის პირობებში, აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის სტრატეგიის შემუშავება, ყველა წევრი სახელმწიფოს ჩართულობით და დაავალა კომიტეტის სამდივნოს, წარადგინოს შესაბამისი შეთავაზებები და ხედვა განსახილველი საქმის აღსრულების თაობაზე შემდეგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის დეკემბერში გაიმართება. 

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, სტრასბურგის სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით რუსეთის მთავრობას დაეკისრა ქართული მხარისათვის 10,000,000 ევროს გადახდის ვალდებულება იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წელს რუსეთიდან მასობრივი დეპორტაციის მსხვერპლი გახდნენ. თუმცა, მიუხედავად ქართული მხარისა და მინისტრთა კომიტეტის ძალისხმევისა, რომელიც 2021 წლის ბოლოს ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა,  რუსეთს თანხა ამ დრომდე არ გადაუხდია.

ქართული მხარის ინიციატივით, კომიტეტი დეპორტირებულების საქმის განხილვას მომდევნო სხდომაზე, 2022 წლის დეკემბერში დაუბრუნდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics