08:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-22 21:47:08, 1293 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი - გახარიას ჰკითხეთ სპორტის სასახლე სასაფლაოში რატომ ააშენა

გახარიას ჰკითხეთ სპორტის სასახლე სასაფლაოში რატომ ააშენა. - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, უხერხულია. როდესაც ერთ-ერთი მატჩის დროს წამოვიდა, გამოიარა და  სასაფლაო დაინახა.


„ჰკითხეთ [გახარიას] რატომ ააშენა სასაფლაოში ახალი სპორტის სასახლე. გეთანხმებით, რომ ეს, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. როდესაც ერთ-ერთი მატჩის დროს წამოვედი, გამოვიარე სასაფლაო. როგორც წესი ტელეფონში მაქვს ხოლმე თავი ჩარგული, ავწიე თავი და ვხედავ, რომ ბაბუაჩემის საფლავთან ვარ. გადმოვედი შუაღამისას, გავაოცე დაცვაც, მძღოლიც. ტრაგიკომედიაა. ეს ასეა, მოცემულობაა. თუ იმის ინსინუაცია გინდათ, მინისტრად რომ დაინიშნე, სხვაგან რატომ არ გადაიტანეო, არასწორი შენიშვნა და უტოპიაა. რაცაა იმას უნდა გავუღიმოთ, ეს მართლა არის საამაყო ინფრასტრუქტურა. უხერხულობაა, გასაგებია, მაგრამ დიდიც არაფერი შავდება. შავდება მხოლოდ ის, რომ პარკინგი გვაქვს მოსაწყობი. ამაზე თავიდან არავინ იფიქრა. მაგრამ, მიცვალებულები და ცოცხლები რომ ერთად ვართ, უხერხულობას ამაში ვხედავ, მაგრამ ამით შევქმნა სადეპუტატო კითხვა, ამას ვერ ვიზიარებ. მითუმეტეს იმ საფლავზე მისვლა შუაღამეს ძალიან გამიხარდა“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენენთ, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენა „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარეობს. მინისტრის მოხსენების შემდეგ კითხვა-პასუხისა და დებატების პროცედურა გაიმართება.

„მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმია, რომელიც მთავრობის წევრის მიერ წელიწადში ერთხელ პლენარულ სხდომაზე მისვლას და სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულების შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics