|
2022-09-22 19:21:42, 1248 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - იდეა მაქვს, რომ ერთმა მსახიობმა ორის ნაცვლად ერთ თეატრში იმუშაოს და სწორედ ამ თეატრმა გადაუხადოს სრული ხელფასი
მაქვს წინადადება, რომ ერთმა მსახიობმა 2-3-ის ნაცვლად ერთ თეატრში იმუშაოს და სწორედ ერთმა თეატრმა გადაუხადოს სრული ხელფასი. - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ მსახიობები ამ იდეას დათანხმდებიან, ამ შემთხვევაში მოხდება ამ სქემის ამოქმედება. "ამ თემაზე გადაწყვეტილება მე არ მაქვს მიღებული, თუმცა მაქვს პოზიცია. თუ გაიზიარებენ ამ პოზიციას შემოქმედებით წრეებში, მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ხოლო თუ არ გაიზიარებენ, სტატუს-კვო იქნება ისეთი, როგორიც დღეს არის. ვგულისხმობ იმას, რომ მწირი ხელფასის გამო ერთიდაიგივე მსახიობი მუშაობს რამდენიმე თეატრში. იმის გამო, რომ თეატრებს არ ეხება მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციები, გვაქვს შემთხვევა, რომ ერთი და იგივე პირი ერთსა და იმავე თეატრში ორ ან სამ პოზიციაზე მუშაობს. მაქვს წინადადება, რომ ერთმა მსახიობმა 2-3-ის ნაცვლად ერთ თეატრში იმუშაოს და სწორედ ერთმა თეატრმა გადაუხადოს სრული ხელფასი". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენენთ, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენა „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარეობს. მინისტრის მოხსენების შემდეგ კითხვა-პასუხისა და დებატების პროცედურა გაიმართება. „მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმია, რომელიც მთავრობის წევრის მიერ წელიწადში ერთხელ პლენარულ სხდომაზე მისვლას და სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულების შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)